ჯუანშერ ბურჭულაძე - გვექნება უმკაცრესი რეაგირება ლუკაშენკოს „ვიზიტთან“ დაკავშირებით

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ჯუანშერ ბურჭულაძე - გვექნება უმკაცრესი რეაგირება ლუკაშენკოს „ვიზიტთან“ დაკავშირებით
ამბებიწყარო: 1tv.ge

ჯუანშერ ბურჭულაძე - გვექნება უმკაცრესი რეაგირება ლუკაშენკოს „ვიზიტთან“ დაკავშირებით

28 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/h702on44g.jpeg

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში „ვიზიტს“ გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს ფაქტი ხელს არ უწყობს ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობას.

„ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება „ვიზიტთან“ დაკავშირებით და მით უმეტეს, თუ იქნება მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ არცერთი ქვეყნის ლიდერს არ ურჩევს, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას.

„არ ვურჩევდი არცერთი ქვეყნის ლიდერს, დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას, შესაძლოა, ძვირი დაუჯდეს, ან საერთოდ არ იყოს შესაძლებლობა ამ შეცდომის გამოსწორების“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო