erimedia_ravk/wAtZZWUVR.jpeg

ჯუანშერ ბურჭულაძემ პორტუგალიის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძემ პორტუგალიის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა
ამბები

ჯუანშერ ბურჭულაძემ პორტუგალიის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

erimedia_ravk/wAtZZWUVR.jpeg
9 მაი

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს სამუშაო ვიზიტით პორტუგალიის თავდაცვის მინისტრი ჰელენა კარეირასი ეწვია.

მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. კოლეგებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰელენა კარეირასს მადლობა გადაუხადა პორტუგალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გვერდში დგომისთვის.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართველი და პორტუგალიელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრის ფარგლებში თავდაცვის მინისტრებმა პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ჰელენა კარეირასი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი.

ვიზიტის ფარგლებში ჰელენა კარეირასი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და გორში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო