ქაბულში აფეთქებას სულ მცირე რვა პირი ემსხვერპლა, დაშავდა 20 ადამიანი
6 აგვისტო, 2022

ქაბულში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე რვა პირი ემსხვერპლა, დაშავებულია 20 ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფეთქება ავღანეთის დედაქალაქის დასავლეთით მდებარე უბანში მოხდა, სადაც ძირითადად შიიტი მუსლიმები იკრიბებიან. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე პოლიციის და სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.
აღსანიშნავია, რომ აფეთქება ქაბულში პარასკევსაც მოხდა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.
ავტორი - გიორგი აფხაიძე
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო