erimedia_ravk/4EYQCskIg.jpeg

კალათბურთი: მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალი გაირკვა

ამბები
კალათბურთი: მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალი გაირკვა
ამბები

კალათბურთი: მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალი გაირკვა

erimedia_ravk/4EYQCskIg.jpeg
6 სექ

გერმანიის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც წაგება არ გააჩნია. გორდონ ჰერბერტის შეგირდებმა ტურნირზე ზედიზედ მე-6 გამარჯვება (81:79) ლატვიასთან იზეიმეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

თამაშის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, როდესაც ბალტიისპირელთა ერთ-ერთმა ლიდერმა დავის ბერტანსმა (13-დან 6 სამქულიანი, 20 ქულა) სამქულიანი ესროლა და მისი ჩაგდების შემთხვევაში, ლატვია მორიგ საოცარ მატჩს იგებდა, თუმცა, ასე არ მოხდა.

არადა, გერმანია მატჩს გამარჯვებამდე გაცილებით აუღელვებლად მიიყვანდა (ბოლო მეოთხედში სხვაობა 14 ქულაც კი იყო), რომ არა დენის შრიოდერის კატასტროფული თამაში. ტორონტოს მცველმა არა მხოლოდ მიმდინარე ტურნირზე, ალბათ, მთელს კარიერაში უცუდესი შეხვედრა ჩაატარა და კინაღამ ნაკრებიც დააღალატა.

შრიოდერმა მოედანზე 30 წუთი გაატარა და თამაშიდან 26-დან მხოლოდ 4 (!) ტყორცნა გამოიყენა (ააცილა 8-ვე სამქულიანი). საბოლოოდ მისი მონაგარი 9 ქულა იყო (პასივში 4-4 ფოლი და დაკარგვაც მოუგროვდა) და ბერტანსს უნდა უმადლოდეს, რომ მსოფლიოს პირველობის ანტიგმირი არ გახდა.

გერმანიის ნაკრებში საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და მოედანს 16 ქულითა და 8 მოხსნით დაუბრუნდა, ანდრეას ობსტმა 13 ქულა ჩააგდო, მორიც ვაგნერმა – 12, ხოლო იოჰანეს თიმანმა – 10. ლატვიელთაგან ხსენებული ბერტანსის გარდა არტურს ზაგარსი გამოირჩა 24 ქულითა და 8 პასით, ხოლო როლანდს სმიტსმა 14 ქულა მიითვალა.

ამგვარად, უკვე ცნობილია მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური წყვილი. 8 სექტემბერს ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს აშშ და გერმანია დაუპირისპირდებიან. იმავე დღეს სერბეთი კანადასა და სლოვენიას შორის უმჯობესს გაეჯიბრება. ეს თამაში დღეს 16:30 საათზე დაიწყება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო