კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით, 1-ელ, 3 და 6 სექტემბერს უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობის სქემა შეიცვლება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით, 1-ელ, 3 და 6 სექტემბერს უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობის სქემა შეიცვლება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით, 1-ელ, 3 და 6 სექტემბერს უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობის სქემა შეიცვლება

30 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/QNS05_ZVg.webp

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით, პირველ სექტემბერს 11:00-დან 2 სექტემბრის 00:00 საათამდე, 3 სექტემბრის 11:00-დან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე, ხოლო 6 სექტემბრის 11:00-დან 7 სექტემბრის 00:00 საათამდე, უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობის სქემა შეიცვლება და ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებები უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილის ქუჩიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან კი სატრანსპორტო საშუალებებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ.

„ავტომობილების მძღოლებს პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ყაზბეგის გამზირის, ქავთარაძისა და თამარაშვილის ქუჩების საშუალებით. უნივერსიტეტის ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება დანელიას ქუჩის მიმართულებით, ხოლო დანელიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება და დადგენილი სქემით გადაადგილდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო