erimedia_ravk/_uojvWa4R.jpeg

კალაძე: 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით შესრულდება, ე.წ. მეგობრების მხრიდან კი დამოკიდებულება, თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ, ვერ მიიღებთ სტატუსს, შეურაცხმყოფელია

ამბები
კალაძე: 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით შესრულდება, ე.წ. მეგობრების მხრიდან კი დამოკიდებულება, თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ, ვერ მიიღებთ სტატუსს, შეურაცხმყოფელია
ამბები

კალაძე: 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით შესრულდება, ე.წ. მეგობრების მხრიდან კი დამოკიდებულება, თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ, ვერ მიიღებთ სტატუსს, შეურაცხმყოფელია

erimedia_ravk/_uojvWa4R.jpeg
8 მარ

ვხედავთ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი გამუდმებით ცდილობს მოიგონოს ახალ-ახალი საბაბი კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველო ზედმიწევნით შეასრულებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც სტატუსის მისაღებად არის საჭირო.

„ჩვენ თუ ვსაუბრობთ მეგობრობაზე, პარტნიორობაზე, დარწმუნებული ვარ, ყველა თავმოყვარე ადამიანისთვის, ყველასთვის, ვისაც სამშობლო გვიყვარს, ქვეყანა გვიყვარს, ეს დამოკიდებულება და განცხადებები, მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მიღებას პირდაპირ რომ უკავშირებენ სააკაშვილის გათავისუფლებას რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელია. მაშინ, რაც აზრი ჰქონდა 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენას, რომელიც როგორც გზამკვლევი მოგვცეს, შეასრულეთ ეს გეგმა და მოგცემთ სტატუსსო. ჩვენი მხრიდან ეს გეგმა ზედმიწევნით იქნება შესრულებული. ამაში ოპოზიცია არ მონაწილეობს, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მოწოდებები, იყო, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ჩართული“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილს ქვეყნის მომავალი არ აინტერესებს.

„მათ არ ანაღვლებთ ქვეყნის მომავალი, ევროინტეგრაცია, ეკონომიკური გაძლიერება, მშვიდობა, ვიცით ეს. მათთვის ამოცანაა, როგორმე ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება ყველანაირი გზით – გადატრიალებით, დაპირისპირებით, რევოლუციით და ა.შ. მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. ხელისუფლების შესაცვლელად არსებობს მხოლოდ ერთადერთი ცივილიზებული გზა, არჩევნები. ამით შეიძლება, შეიცვალოს მთავრობები საქართველოში და არა რევოლუციებით, გადატრიალებებით და ა.შ. ეს დამოკიდებულება ჩვენი ე.წ. მეგობრების მხრიდან, რომ თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ, ვერ მიიღებთ სტატუსს, მაშინ რა აზრის აქვს ამ გეგმის შესრულებას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გეგმა იყოს შესრულებული“, – განაცხადა კალაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო