erimedia_ravk/eFDUL3NVg.jpeg

კალაძე: მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია

ამბები
კალაძე: მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია
ამბები

კალაძე: მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია

erimedia_ravk/eFDUL3NVg.jpeg
2 ნოე

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საუბრისას.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კომპანიის უპასუხისმგებლობა, სარეაბილიტაციო პროცესის დაგვიანებასთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებელია.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტის მონტაჟი და ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. დაახლოებით 210 დღე იყო განკუთვნილი, რომ სამუშაოები დასრულებულიყო, ამ პროცესმა ძალიან ბევრი პრობლემები შექმნა. კარგად მესმის, რომ ბაქნის მთლიანი ცვლილება გახდა საჭირო. ეს პროექტში არ იყო გათვალისწინებული, ავარიულობიდან გამომდინარე მოხდა ამ სამუშაოს ჩატარება, თუმცა დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობენ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს. ეს ყველაფერი კი, აისახება ჩემზე, თანაგუნდელებზე, ვინც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ქალაქი უკეთესობისკენ შეიცვალოს", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მერიის მხრიდან ამ ყველაფერს შესაბამისი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მამისონი“ ასრულებდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო