erimedia_ravk/DiS7Fw4Vg.jpeg

კალაძე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ხუდადოვის ტყის აღდგენის ინიციატივას გაეცნო

ამბები/ წყარო: tbilisi.gov.ge
კალაძე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ხუდადოვის ტყის აღდგენის ინიციატივას გაეცნო
ამბებიწყარო: tbilisi.gov.ge

კალაძე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ხუდადოვის ტყის აღდგენის ინიციატივას გაეცნო

erimedia_ravk/DiS7Fw4Vg.jpeg
6 ოქტ

კახა კალაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებსა და ამავე ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა თბილისის მერს ხუდადოვის ტყის გაჯანსაღება-მოწესრიგებასთან დაკავშირებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი კონცეფცია გააცნეს.

კახა კალაძემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ მერია მზადაა ინიციატივა მიიღოს და სტუდენტებთან ერთადს ტყე-პარკის განახლების პროექტი განახორციელოს.

თბილისის მერმა ასევე სტუდენტებს დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქში გამწვანების სამუშაოებს, მწვანე სივრცეებს, ქალაქის ლანდშაფტური არეალის დაცვასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებას დაეთმო.

„ბევრმა ადამიანმა იცის ჩვენი დამოკიდებულება მწვანე სივრცეებთან, პარკების განახლება-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სასიამოვნოა ის ინიციატივა, რომელიც თქვენგან მივიღეთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ახალგაზრდების ინიციატივა. ჩვენ ერთად უნდა დავისახოთ კონკრეტული გეგმები, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, პროფესორი მერაბ ბოლქვაძე. მან თბილისის მერსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს სტუდენტების ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ბოლქვაძემ აღნიშნა, სტუდენტებმა ხუდადოვის ტყის ტერიტორია გულდასმით შეისწავლეს და მისი გადარჩენისა და გაჯანსაღების კონცეფცია შეიმუშავეს.

„მათ გადაწყვიტეს, რომ ამ ტერიტორიას სასწრაფოდ სჭირდება შველა, რათა ქალაქმა მსგავსი რეკრეაციული სივრცე არ დაკარგოს. ამიტომ, კვლევას და ტერიტორიის ანალიზს პროექტის სახე მისცეს და განსახილველად წარმოადგინეს. ძალიან კარგია, რომ თავად მერი და მერიის შესაბამისი სამსახურები ამ მნიშვნელოვანი გარემოებით დაინტერესდნენ", - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

შეხვედრას დედაქალაქის მერთან ერთად, ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ესწრებოდნენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო