ქალების წინააღმდეგ ძალადობის გამო, აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და რამდენიმე ირანელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ქალების წინააღმდეგ ძალადობის გამო, აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და რამდენიმე ირანელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ქალების წინააღმდეგ ძალადობის გამო, აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და რამდენიმე ირანელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

23 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/5P2I-Un4g.jpeg

აშშ-მა ირანელი ქალების წინააღმდეგ ძალადობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დარღვევის გამო, ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურების რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო სამსახური ავრცელებს.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო ასევე ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის, სახმელეთო ძალების, ბასიჯის წინააღმდეგობის ძალების, ასევე სამართალდამცავი ძალების შვიდ მაღალჩინოსანს.

უწყების განცხადებით, ირანის მორალის პოლიცია პასუხისმგებელია 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებაზე. ახალგაზრდა ქალი გასულ კვირას ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააკავეს. ის გასულ პარასკევს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალი ნაცემი იყო. ამინის მკვლელობას ირანსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ავტორი - ქეთი ჩოხელი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო