erimedia_ravk/0iaRrDHVR.jpeg

კაპიტანი ბრუნდება! - შენგელიამ ტრავმა მოიშუშა და მადრიდში ითამაშებს

ამბები
კაპიტანი ბრუნდება! - შენგელიამ ტრავმა მოიშუშა და მადრიდში ითამაშებს
ამბები

კაპიტანი ბრუნდება! - შენგელიამ ტრავმა მოიშუშა და მადრიდში ითამაშებს

erimedia_ravk/0iaRrDHVR.jpeg
25 ოქტ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ორთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს უბრუნდება. იტალიური მედიის ცნობით, "ვირტუსის" ფორვარდი დიდი ალბათობით, მადრიდის "რეალთან" შეხვედრაში დაბრუნდება.

"ვირტუს ბოლონია" ევროლიგის მე-5 ტურის შეხვედრას 27 ოქტომბერს, სტუმრად მადრიდის "რეალთან" ჩაატარებს. სერჯო სკარიოლოს გუნდს ჩატარებულ 4 თამაშში 1 მოგება აქვს და ცხრილში მე-15 პოზიციას იკავებს, ევროლიგის ვიცე-ჩემპიონი "რეალი" კი 2 მოგებითა და 2 წაგებით მე-9 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ თორნიკე შენგელიამ მხრის ტრავმა 24 აგვისტოს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მიიღო ნიდერლანდების წინააღმდეგ და ამის გამო ევრობასკეტიც გამოტოვა, საქართველოს ნაკრებმა კი 1-4 ბალანსით ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა.

31 წლის თორნიკე შენგელია "ვირტუს ბოლონიას" გაზაფხულზე, შეუერთდა და გუნდთან ერთად საკალათბურთო ევროთასის გამარჯვებული გახდა, იტალიურ ლიგაში კი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. ტრავმის მიუხედავად, "ვირტუს ბოლონიამ" ქართველ კალათბურთელს ახალი სეზონის წინ კონტრაქტი გაუფორმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო