erimedia_ravk/61Jx8FRIg.jpeg

ქარიშხალ „ჰილარის“ გამო აშშ-ის ხელისუფლება მოსახლეობას კალიფორნიის შტატში მოსალოდნელი კატასტროფული წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს

ამბები
ქარიშხალ „ჰილარის“ გამო აშშ-ის ხელისუფლება მოსახლეობას კალიფორნიის შტატში მოსალოდნელი კატასტროფული წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს
ამბები

ქარიშხალ „ჰილარის“ გამო აშშ-ის ხელისუფლება მოსახლეობას კალიფორნიის შტატში მოსალოდნელი კატასტროფული წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს

erimedia_ravk/61Jx8FRIg.jpeg
20 აგვ

ქარიშხალი „ჰილარი“ მექსიკის ქვემო კალიფორნიის ნახევარკუნძულს დაატყდა თავს. აშშ-ის ხელისუფლება მოსახლეობას კალიფორნიის შტატში მოსალოდნელი კატასტროფული წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს.

ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით გადაადგილებისას შტორმის სიმძლავრე მეოთხიდან მესამე კატეგორიამდე შესუსტდა, თუმცა მასშტაბური წყალდიდობის საფრთხე კვლავ შენარჩუნებულია.

„მიმდინარე შაბათ-კვირას და მომავალი კვირის დასაწყისში ქვემო კალიფორნიის ნახევარკუნძულისა და სამხრეთ კალიფორნიის ძირითად ნაწილში სიცოცხლისთვის საშიში და პოტენციურად კატასტროფული წყალდიდობაა მოსალოდნელი“, – ნათქვამია აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

წყალდიდობის რისკია სან-დიეგოდან ლოს-ანჯელესამდე და ლას-ვეგასამდე. ნახევარკუნძულზე მდებარე მექსიკის დასახლებებში კი გაუქმდა საჯარო ღონისძიებები, ორშაბათს დახურული იქნება სკოლები. მექსიკის სიდიდით მეორე ქალაქ ტიხუანაში მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას უსაფრთხო რაიონებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო