erimedia_ravk/1EaTHCS4R.jpeg

ქართული დერბი დავით ყიფიანის თასზე - ნახევარფინალისტებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

ამბები
ქართული დერბი დავით ყიფიანის თასზე - ნახევარფინალისტებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს
ამბები

ქართული დერბი დავით ყიფიანის თასზე - ნახევარფინალისტებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

erimedia_ravk/1EaTHCS4R.jpeg
20 ოქტ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საუკეთესო ოთხი გუნდი დაწყვილდა.

შრომა დაუფასდა და შედარებით მარტივი მეტოქე შეხვდა "ლოკომოტივი 2"-ს, რომელიც თბილისის "საბურთალოს" დაუპირისპირდება. უნდა აღინიშნოს, რომ "ლოკომოტივი 2" მეოთხე ლიგაში ასპარეზობს და საქართველოს თასზე რკინიგზელებმა ჯერ საკმაოდ ძლიერი წყალტუბოს "სამგურალი" გამოთიშეს ტურნირს, შემდეგ კი თელავურ კლუბსაც აჯობეს.

თავის მხრივ, საკმაოდ დიდი დაპირისპირება გველის მეორე ნახევარფინალურ მატჩში, სადაც ქართული დერბი შედგება და თბილისის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" ესტუმრება.

ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 2 ნოემბერს გაიმართება და ფინალისტების ვინაობა ერთი შეხვედრით გამოვლინდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო