erimedia_ravk/PYhPZWI4R.jpeg

ქართული დუელი Seria A-ში - გამარჯვება კვარაცხელიას დარჩა

ამბები
ქართული დუელი Seria A-ში - გამარჯვება კვარაცხელიას დარჩა
ამბები

ქართული დუელი Seria A-ში - გამარჯვება კვარაცხელიას დარჩა

erimedia_ravk/PYhPZWI4R.jpeg
10 ოქტ

იტალიის Seria A-ში ქართული დუელი შედგა. ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" და ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ერთმანეთს ჩემპიონატის მე-9 ტურში დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კი სტუმრებს დარჩათ.

აღსანიშნავია, რომ ლოჩოშვილმა და კვარაცხელიამ მოედანზე სრულად, 90 წუთი ითამაშეს. გამარჯვებული კლუბის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სწორედ ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც ჯერ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და "ნაპოლის" დაწინაურებაში დაეხმარა, მატჩის მიწურულს კი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

"კრემონეზესა" და "ნაპოლის" შორის შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით 4:1 დასრულდა, ლუჩანო სპალკეტის გუნდი კი იტალიის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. ნეაპოლელთა მხრიდან გოლები მატეო პოლიტანომ, ჯოვანი სიმეონემ, ირვინ ლოზანომ (კვარაცხელიას გადაცემით) და მატიას ოლივიერამ გაიტანეს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იტალიის ჩემპიონატში ერთ პერიოდში უკვე მოუწიათ თამაში კახა კალაძესა და ლევან მჭედლიძეს, თუმცა მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს გამოჩენილან. ქართველი ქომაგისთვის კი სწორედ ამით გამოირჩა გუშინდელი მატჩი.

კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 12 მატჩში ასეთი სტატისტიკა აქვს: 6 გოლი, 4 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი. რაც შეეხება ლოჩოშვილს, მან Seria A-ში 7 მატჩი ჩაატარა და ერთი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო.

"ნაპოლი" სერია A-ში 9 ტურის შემდეგ 23 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 16 ოქტომბერს, "ბოლონიას" უმასპინძლებს, თუმცა მანამდე 4 დღით ადრე ჩემპიონთა ლიგაში ამსტერდამის "აიაქსს: დაუპირისპირდება. "კრემონეზეს" 9 ტურში 3 ქულა აქვს და მე-19 პოზიციას იკავებს, ხოლო მომდევნო ტურში სტუმრად "სპეციას" შეხვდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო