„ქართული ოცნების" დეპუტატები არ ადასტურებენ რომან გოცირიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი და ზაალ მიქელაძე ე.წ. ოთხეულს უერთდებიან

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
„ქართული ოცნების" დეპუტატები არ ადასტურებენ რომან გოცირიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი და ზაალ მიქელაძე ე.წ. ოთხეულს უერთდებიან
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

„ქართული ოცნების" დეპუტატები არ ადასტურებენ რომან გოცირიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი და ზაალ მიქელაძე ე.წ. ოთხეულს უერთდებიან

23 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/XDH3I8nVR.webp

„ქართული ოცნების" დეპუტატები არ ადასტურებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი და ზაალ მიქელაძე ე.წ. ოთხეულს უერთდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსი" წერს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ე.წ. ოთხეულში გადასვლის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ „ასეთი რამ პირველად ესმის".

რაც შეეხება დავით მათიკაშვილს, როგორც დეპუტატი აცხადებს, "ქართული ოცნებიდან" არსად წასვლას არ აპირებს.

„სისულეებს ლაპარაკობს [რომან გოცირიძე], არ ვადასტურებ," - განაცხადა მათიკაშვილმა.

ზაალ მიქელაძის თქმით, ამის თაობაზე "გუნდში საუბარი არ ყოფილა".

„უკვე ვეღარ ვხდები, ამაზე გავცე პასუხი, თუ იმაზე, თუ რას წარმოადგენს რომან გოცირიძე. მეგონა, მხოლოდ მოსმენის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ აღქმის პრობლემაც ჰქონია, პრობლემა ეტყობა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აქვს და რაღაცები დასალაგებელი აქვს, რადგან ამ ინფორმაციას მეც გავეცანი და თურმე ვიცე- სპიკერიც ვყოფილვარ და რისთვის ზის პარლამენტში, სხვა თუ არაფერი, კომიტეტის თავმჯდომარეები და ვიცე- სპიკერები მაინც უნდა იცოდეს. ასეთ ადამიანს როგორ შეიძლება რაიმე დაუჯერო?! თუ რაიმე გადაწყვიტილების მიღებას ვაპირებ, ყოველ შემთხვევაში, რომან გოცირიძესთან არაფრის შეთანხმებას არ ვაპირებთ. მე ერთი პრინციპი ვიცი - "არასოდეს თქვა არასოდეს", მაგრამ ამ წუთას მსგავსი საუბარი არც ყოფილა არც გუნდის შიგნით, არც ჩემს თავთან, კითხვაც არ დამისვამს, ვარ იქ, სადაც ვარ. არაფერი მსგავსი არ ყოფილა, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ,"- განაცხადა მიქელაძემ.

გოცირიძის მიერ გავრცელებულ ონფორმაციას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ასე პასუხობს - „ვთხოვე არსად ეთქვა და მაინც „ჩამიშვა". მდინარაძის თქმით, მისი ეს კომენტარი შეგვიძლია გამოვიყენოთ და ხალხმა გადაწყვიტოს, სწორია თუ არა მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების" კიდევ ოთხი დეპუტატი უერთდება ე.წ. ოთხეულს.

„უმრავლესობაში ტრაურია. ივანიშვილმა გადაწყვიტა, განდგომილ ოთხეულს მიუერთოს კიდევ ოთხი წევრი: მამუკა მდინარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი და ვინმე ზაალ მიქელაძე, რომელიც თურმე პარლამენტის წევრი კი არა, მთლად ვიცე-სპიკერი ყოფილა.

ტრაური იქნება, აბა რა, ვის უნდა სანქციების სიაში მოხვედრის კანდიდატად ყოფნა?" - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო