ქართული სუფრის ყურძენი ექსპორტზე წელს პირველად გავა - „ექსპორტზე ბალტიის ქვეყნებს მოვიაზრებთ“

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
ქართული სუფრის ყურძენი ექსპორტზე წელს პირველად გავა - „ექსპორტზე ბალტიის ქვეყნებს მოვიაზრებთ“
ამბებიწყარო: www.bpn.ge

ქართული სუფრის ყურძენი ექსპორტზე წელს პირველად გავა - „ექსპორტზე ბალტიის ქვეყნებს მოვიაზრებთ“

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/4sKpt_n4g.jpeg

„ოთხი სახეობის იტალიური სუფრის ყურძნის ჯიში გვაქვს. პირველი, რომელიც ყველაზე ადრე მოდის და ამჟამად რთველიც დაწყებულია, არის „იტალია მუსკატი“. შემდეგ მოდის „რეგალი“, „კრისომ სიდლესი“ და „რედგლობი“. ამ ოთხი ჯიშისგან წელს რამდენიმე ტონას ველოდებით“, - ამის შესახებ კომპანია Sartichala Vineyard Management-ის წარმომადგენელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ოთხი სახეობის ყურძნიდან ორი წიპწის გარეშე ჯიშს წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„უკვე მეორე წელია, რაც სუფრის ყურძენი მოგვყავს და მინდა აღვნიშნო, რომ სრულყოფილი სხმობადობა იქნება მომავალ წელს. შარშანდელი მოსავალი დაახლოებით 80 ტონას შეადგენდა, წელს ეს მაჩვენებული, სავარაუდოდ, გასაამმაგებული იქნება, მომავალ წელს კი გაორმაგებული, ვიდრე წელს“.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ყურძენი წელს ექსპორტზე პირველად გავა. „როგორც გითხარით, სრულყოფილ მოსავალს მესამე წელს, ანუ მომავალ წელს ავიღებთ, ამიტომ ექსპორტი სრულად სწორედ მომავალ წელს გვექნება. რაც შეეხება ქვეყნებს, ექსპორტზე ბალტიის ქვეყნებს მოვიაზრებთ“.

იტალიის სამხრეთით არის ცნობილი რეგიონი აპულია, სადაც ყველაზე კარგი სუფრის ყურძენი მოდის. ჩვენი მოყვანილი მოსავალი ხარისხით სწორედ იტალიაში მოყვანილის იდენტურია, რადგან მის მოყვანაში იტალიელ სპეციალისტები გვყავდა ჩართული და სწორედ მათი შეფასებით გვაქვს ისეთივე მაღალი ხარისხის ყურძენი“, - განაცხადა Sartichala Vineyard Management-ის წარმომადგენელმა.

ავტორი - ეკა დარჩიაშვილი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო