ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
7 ივლისი, 2022
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა,
„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა:
- ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)
- საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94 ათასი დოლარი)
- ისრაელი - 3,57 ტონა (19,66 ათასი დოლარი)
გარდა ამისა, წელს მცირე რაოდენობით თაფლის ექსპორტი განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში - არაბთა გაერთიანებული საამიეროები, გერმანია, იაპონია, საუდის არაბეთი.
რაც შეეხება 2021 წელს, შარშან საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული მოცულობის თაფლის ექსპორტი განხორციელდა - 19 ქვეყანაში 172,9 ტონა თაფლი გავიდა (657,3 ათასი დოლარის ღირებულების).
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო