„ქართულმა ოცნებამ“ კომიტეტების თავმჯდომარეების ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურები დაასახელა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
„ქართულმა ოცნებამ“ კომიტეტების თავმჯდომარეების ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურები დაასახელა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

„ქართულმა ოცნებამ“ კომიტეტების თავმჯდომარეების ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურები დაასახელა

14 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/_3nneR7VR.webp

„ქართულმა ოცნებამ“ კომიტეტების თავმჯდომარეების ვაკანტურ თანამდებობებზე კახა კახიშვილის, ირაკლი მეძმარიაშვილისა და ზაზა ლომინაძის კანდიდატურები დაასახელა.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათი არჩევა მომდევნო კვირაში სესიაზე მოხდება.

„დღეს იწურება ვადა, როდესაც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს სამივე ვაკანტურ თანამდებობაზე თავისი ფრაქციის წარმომადგენლებისგან კანდიდატურები, ამიტომ გთავაზობთ გუნდის გადაწყვეტილებას.

ჩემი ხელმოწერით საქართველოს პარლამენტს წარედგინება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ - კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ - ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ - ზაზა ლომინაძე.

წარმატებებს ვუსურვებ სამივე მათგანს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არჩევის შესახებ, რომელიც შემდეგ სასესიო კვირაში მოხდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო