ქართველ მეხანძრე-მაშველებს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სამთო სამაშველო სწავლება ჩაუტარეს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ქართველ მეხანძრე-მაშველებს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სამთო სამაშველო სწავლება ჩაუტარეს
ამბებიწყარო: 1tv.ge

ქართველ მეხანძრე-მაშველებს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სამთო სამაშველო სწავლება ჩაუტარეს

10 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/lJqTqYG4g.jpeg

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან (US ODC) თანამშრომლობის ფარგლებში,  სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციებისა და სამთო სამაშველო წვრთნები გაიარეს.

სწავლებები ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და რაჭაში მიმდინარეობდა. წვრთნებში მონაწილეობდა 50 მეხანძრე-მაშველი, ასევე, ჩართული იყო საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია.

ამერიკელმა ინსტრუქტორებმა წყალზე სამაშველო კურსის მონაწილეებს სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების განხორციელების, აგრეთვე, წყლიდან ადამიანის დროულად და უვნებლად გამოყვანის  მიმართულებით პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს. სწავლების ფარგლებში, მაშველები გადამზადდნენ სპეციალური საბაგირო მაგისტრალების მომზადების, ძლიერ დინებაში წყალზე მცურავი საშუალებებისა და სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების მიმართულებითაც.

სამთო სამაშველო სწავლების ფარგლებში, ამერიკელმა ინსტრუქტორებმა მაშველებს ჩაუტარეს როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული წვრთნები. სწავლება მოიცავდა ისეთ სავარჯიშოებს, როგორიცაა: სიმაღლიდან დაშვების ოპერაციები, დაზარალებულის უძრავად შეკვრის პრაქტიკა, მუშაობა თოკებსა და ნასკვებზე და ა.შ.

დასკვნით საჩვენებელ სწავლებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი და საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრნენ.

კურსების დასრულების შემდეგ, ქართველ მეხანძრე-მაშველებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო