კატეგორიულად არ ვეთანხმებით თქვენს გადაწყვეტილებას და მოგიწოდებთ შეაჩეროთ პროცესი - პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წალენჯიხის მერს ღია წერილით მიმართავს

ამბები/ წყარო: imedinews.ge
კატეგორიულად არ ვეთანხმებით თქვენს გადაწყვეტილებას და მოგიწოდებთ შეაჩეროთ პროცესი - პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წალენჯიხის მერს ღია წერილით მიმართავს
ამბებიწყარო: imedinews.ge

კატეგორიულად არ ვეთანხმებით თქვენს გადაწყვეტილებას და მოგიწოდებთ შეაჩეროთ პროცესი - პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წალენჯიხის მერს ღია წერილით მიმართავს

30 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/p_hxPlWVg.jpeg

მიგვაჩნია, რომ საშტატო ოპტიმიზაციის საფუძვლით სკოლამდელი დაწესებულებებში თანამშრომელთა რიცხოვნობის შემცირება და მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეწინააღმდეგება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღია წერილში, რომლის ადრესატი წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, გია ხარჩილავაა.

პროფკავშირის წევრები მერს პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

„ბატონო გიორგი, გავეცანით, თქვენ მიერ, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს დამტკიცებული ბრძანების (N126.126.22381) საფუძველზე, ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორის ბრძანებას (N61) „შიდა სტრუქტურული და საშტატო ოპტიმიზაციის განხორციელების შესახებ“.

მიგვაჩნია, რომ საშტატო ოპტიმიზაციის საფუძვლით სკოლამდელი დაწესებულებებში თანამშრომელთა რიცხოვნობის შემცირება და მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეწინააღმდეგება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ყოველგვარ ლოგიკასა და სამართლიანობას არის მოკლებული თქვენი არგუმენტები და საკითხი მოითხოვს დეტალურ შესწავლას, რომლის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნების დაცვა. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისთვის კატეგორიულად მიუღებელია თქვენი მოსაზრება, შტატების შემცირების ხარჯზე, ბავშვთა კვების და სხვა პირობების გაუმჯობესების შესახებ. თქვენი განმარტებით, წალენჯიხის საბავშვო ბაგა-ბაღებში დაბალკალორიული საკვებია და აღსაზრდელებს არ გააჩნიათ სათამაშოები და წიგნები.

სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებს კარგ კვებასთან და საგანმანათლებლო რესურსებთან ერთად სჭირდებათ მომსახურე პერსონალი, რომელთა რაოდენობა განსაზღვრულია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, ბავშვთა რაოდენობათა თანაფარდობის პრინციპით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ისევე როგორც უმრავლეს მუნიციპალიტეტში კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები არ სრულდება და დასაქმებულთა შემცირების ნაცვლად აუცილებელია კადრების დამატება, მართებულად განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობებით. ოპტიმიზაცია არ ნიშნავს მხოლოდ შემცირებას. ბავშვთა საკეთილდღეოდ ოპტიმიზაცია-ოპტიმალური ვარიანტის შემუშავება, ითვალისწინებს დამატებით საჭირო კადრების მოზიდვას, მაგალითად, საბავშვო ბაგა-ბაღებში ცვლიანობის სისტემის დასანერგად და სხვა.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი კატეგორიულად არ ვეთანხმებით თქვენს გადაწყვეტილებას და მოგიწოდებთ შეაჩეროთ პროცესი. ასევე, შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10-ე მუხლის, მე-3 პუნქტის, „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, პედაგოგთა პროფკავშირთან გაიაროთ კონსულტაციები, შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების სრულყოფის და საჭირო, დამატებითი კადრების შერჩევის მიზნით“, - ნათქვამია წერილში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო