erimedia_ravk/XXJprGFSg.jpeg

კახა კალაძე - გილოცავთ 2024 წლის შემობრძანებას, ამ ჯადოსნურ ღამეს მთელ მსოფლიოში ერთიანდებიან ერთი სურვილის გარშემო, რომ იყოს მშვიდობა ჩვენს ქვეყნებში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში

ამბები
კახა კალაძე - გილოცავთ 2024 წლის შემობრძანებას, ამ ჯადოსნურ ღამეს მთელ მსოფლიოში ერთიანდებიან ერთი სურვილის გარშემო, რომ იყოს მშვიდობა ჩვენს ქვეყნებში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში
ამბები

კახა კალაძე - გილოცავთ 2024 წლის შემობრძანებას, ამ ჯადოსნურ ღამეს მთელ მსოფლიოში ერთიანდებიან ერთი სურვილის გარშემო, რომ იყოს მშვიდობა ჩვენს ქვეყნებში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში

erimedia_ravk/XXJprGFSg.jpeg
1 იან

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო გალაკონცერტზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და მოქალაქეებს ახალი 2024 წელი მიულოცა.

„გილოცავთ 2024 წლის შემობრძანებას, მინდა, მივულოცო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. დღეს, ამ ჯადოსნურ, საოცარ ღამეს მთელ მსოფლიოში ერთიანდებიან ერთი სურვილის გარშემო, რომ მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყნებში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში. სულ რამდენიმე წუთის წინ გავაცილეთ 2023 წელი წელი. მინდა, მადლობა გადავუხადო 2023 წელს იმ წარმატებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს შეხვდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ყველა წარმატების უკან დგას უამრავი ადამიანის შრომა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავიანთი შრომით, თავიანთი შემოქმედებით, მიღწეული სპორტული წარმატებებით, თუნდაც ყოველდღიური პროფესიონალური და კეთილსინდისიერი საქმიანობით ჩვენი ქვეყანა წინ წაწია, გაალამაზა ჩვენი დედაქალაქი. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, რომ შენი საქმიანობით, შენი ყოველდღიურად გადადგმული ნაბიჯებით აბედნიერებდე ხალხს და ქმნიდე უკეთეს გარემოს. მინდა, დღეს ასევე მივულოცო და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს, ემსახურებიან ამ ქვეყანას და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„ჩვენმა ქვეყანამ მიიღო დამსახურებული ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და კიდევ ერთხელ გილოცავთ, ვულოცავ სრულიად საქართველოს. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დამსახურება და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. მინდა, ასევე მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან და ვუსურვო მალე დაბრუნება შინ უკვე ევროპაში. გილოცავთ, პირველ რიგში, მინდა, ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა, რაც ყველაზე ძვირფასი, მნიშვნელოვანია, დღეგრძელობა, სიხარული, ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენს ოჯახებთან ერთად, ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და თითოეული ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანის მფარველი. 2024 წელი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო მეტი გამარჯვების და სიხარულის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ულამაზესი დედაქალაქისთვის. დღეს ძალიან სასიამოვნო საღამო გელოდებათ, დარწმუნებული ვარ, ისიამოვნებთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო