კახა კალაძე - გვინდა, 19 სექტემბრისთვის მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი იყოს

ამბები/ წყარო: bm.ge
კახა კალაძე - გვინდა, 19 სექტემბრისთვის მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი იყოს
ამბებიწყარო: bm.ge

კახა კალაძე - გვინდა, 19 სექტემბრისთვის მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი იყოს

2 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/94T0uzG4R.jpeg

თბილისის მერმა კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. როგორც მერმა აღნიშნა, ამჟამად, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, ფაქტობრივად, დასრულებულია. „მელიქიშვილის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები, ფაქტობრივად, მთლიანად გამოცვლილია. კონკრეტული ადგილებია, სადაც დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მდებარე მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის შეფუთვა მიმდინარეობს, რათა წვიმის დროს გადასასვლელს პრობლემები არ შეექმნას. გვინდა, 19 სექტემბრისთვის არსებული მონაკვეთი ქვედა ფენებში მოექცეს, საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში, რათა გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. შემდეგ ეტაპზე ჩაიკეტება და სამუშაოები დაიწყება გზის იმ ნაწილზე, სადაც ამჟამად ავტოსაგზაო მოძრაობაა. ყველა სამუშაო გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია - მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილებით, გამწვანებით, განათებით. დარწმუნებული ვარ, როდესაც მთლიანად დავამთავრებთ სამუშაოებს, ძალიან ეფექტური გამოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, მთლიანად იცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, განახლდება წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება და დამონტაჟდება განათების ქსელი LED სანათებით. მოეწყობა ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარით ფინანსდება. მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მერთან ერთად, მისმა მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ლევან ნაროუშვილმა და მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო