კახა კალაძე - რაც არ უნდა იყოს მცდელობა, არავის მივცემთ საშუალებას, ხელი შეუშალოს ქალაქის განვითარებას, თანაგუნდელებთან ერთად, მზად ვარ, ყოველდღიურად ვემსახურო ამ ულამაზეს ქალაქს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
კახა კალაძე - რაც არ უნდა იყოს მცდელობა, არავის მივცემთ საშუალებას, ხელი შეუშალოს ქალაქის განვითარებას, თანაგუნდელებთან ერთად, მზად ვარ, ყოველდღიურად ვემსახურო ამ ულამაზეს ქალაქს
ამბებიწყარო: 1tv.ge

კახა კალაძე - რაც არ უნდა იყოს მცდელობა, არავის მივცემთ საშუალებას, ხელი შეუშალოს ქალაქის განვითარებას, თანაგუნდელებთან ერთად, მზად ვარ, ყოველდღიურად ვემსახურო ამ ულამაზეს ქალაქს

2 ოქტ

erimedia_ravk/0xyG_TVVg.jpeg

ჩემთვის დიდი პატივია, რომ გვყავს ასეთი წარმატებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებოდნენ ჩვენს ქვეყანას, იგივეს აკეთებენ დღეს და დარწმუნებული ვარ, გააკეთებენ მომავალში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიის დასასრულს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ქალაქის განვითარება და რაც არ უნდა იყოს მცდელობა, არავის მისცემენ შესაძლებლობას, ხელი შეუშალოს ქალაქის აღმშენებლობას.

„კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ აქ მობრძანებისთვის. ჩემთვის პირადად ძალიან დიდი პატივია, რომ გვყავს ასეთი წარმატებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებოდნენ ჩვენს ქვეყანას, იგივეს აკეთებენ დღეს და დარწმუნებული ვარ, გააკეთებენ მომავალში. კიდევ ერთხელ გილოცავთ თბილისობას, რომელიც არ არის მხოლოდ ქალაქის დღე, თბილისობა არის დღესასწაული, სადაც ყველაზე კარგად არის გამოხატული და გამოსახული თბილისის ხასიათი, მისი მრავალფეროვნება, სიჭრელე და მიზანდასახულობა, იყოს მუდამ გამორჩეული, განვითარებული ქალაქი. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი. მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაგრძელოთ ქალაქის განვითარება, ქალაქის აღმშენებლობა. რაც არ უნდა იყოს მცდელობა იმისა, რომ ვიღაცამ ხელი შეგვიშალოს, ვიღაცამ შეაყოვნოს ეს ყველაფერი, არავის მივცემთ საშუალებას და შესაძლებლობას, ხელი შეუშალოს ამ ულამაზესი, ისტორიული, უდიდესი კულტურის მქონე ქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას. პირადად მე, თანაგუნდელებთან ერთად, მზად ვარ, ყოველდღიურად ვემსახურო ამ ულამაზეს ქალაქს და ამ ულამაზეს ქალაქში მცხოვრებ ულამაზეს ადამიანებს. გილოცავთ კიდევ ერთხელ, სულ გამარჯვებები და მრავალჟამიერ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო