erimedia_ravk/AwqpWWESR.jpeg

კახა კალაძე - როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში და ოპოზიციის მოწყობილ აქციაში მიიღოს მონაწილეობა?

ამბები
კახა კალაძე - როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში და ოპოზიციის მოწყობილ აქციაში მიიღოს მონაწილეობა?
ამბები

კახა კალაძე - როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში და ოპოზიციის მოწყობილ აქციაში მიიღოს მონაწილეობა?

erimedia_ravk/AwqpWWESR.jpeg
16 მაი

უცხოელი პოლიტიკოსები საპროტესტო აქციაზე მივიდნენ და სიტყვით გამოვიდნენ. ეს არის პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის საქმეებში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის მოსახლეობას შიდა თუ გარე ძალებმა პირდაპირ აუკრძალეს, ჰქონოდა ინფორმაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის შესახებ.

„„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიღებულია. ეს არის სრულად ქართული კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, დაიცვას ქვეყანა უცხოური ძალების გავლენებისგან, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხისგან, რათა საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს, მშვიდ და სტაბილურ გარემოში გამოხატოს საკუთარი ნება, გააკეთოს არჩევანი და თავად გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი. რასაკვირველია, ეს არ იყო მარტივი პროცესი. ჩვენს მოსახლეობას შიდა თუ გარე ძალებმა პირდაპირ აუკრძალეს, ჰქონოდა ინფორმაცია, ვინ არის მოყვარე და ვინ – მტერი. უფრო მეტიც, საზოგადოებას აუკრძალეს, გასცნობოდა კანონპროექტს და ემსჯელა მის ავკარგიანობაზე. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, კანონპროექტი გამხდარიყო ფართო მსჯელობის საგანი, ყველა მხრიდან იყო უგულებელყოფილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი გზით და არა იმ ძალადობრივი ფორმებით, რომლის უკანაც რადიკალური ძალები დგანან.

„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ – თუ ვინმეს სურვილი აქვს, ხელისუფლება შეცვალოს, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით. ამას გადაწყვეტს არა გარე ძალები და გარედან ჩარევა, არამედ მისი აღმატებულება საქართველოს მოსახლეობა. სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ – არა. საბედნიეროდ, დღეს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მშვიდობიანი გზით გამოხატოს საკუთარი პროტესტი, თუმცა ჩვენ ვიხილეთ პროტესტის ძალადობრივი ფორმებიც, რომლის უკან, რეალურად, დგანან რადიკალი რევანშისტი პოლიტიკოსები, რომელთა დღის წესრიგში მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლაა, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნებით ამის არანაირი შანსი არ გააჩნიათ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა პოლარიზაციაზე და უცხოური პოლიტიკოსების ქმედებებზე, რაც, მისი თქმით, საქართველოს შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევაა.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას ხელს უწყობენ უცხოელი პოლიტიკოსები. ამის საუკეთესო მაგალითი ვიხილეთ წინა დღეებში, როცა ისინი აქციაზე მივიდნენ და სიტყვით გამოვიდნენ. ეს არის პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის საქმეებში. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს სომხეთში, ერევანში ან ნებისმიერ ქვეყანაში და ოპოზიციის მოწყობილ აქციაში მიიღოს მონაწილეობა? მინდა, მოსახლეობას გავახსენო გასული წლები – 2020 წელს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, პარალელური დათვლები, რომელიც USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა, გააყალბეს. ამაზე დაყრდნობით, ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის მცდელობა ჰქონდა; 2021 წელს ჟურნალისტებს ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობა; 2022 წელს არასამთავრობო ორგანიზაციები გვიწყობდნენ რევოლუციას; 2024 წელს კი დონორების მიერ დაანონსებულ რევოლუციურ სცენარს ვხედავთ. ყველა მსგავსი სცენარი და რადიკალიზმი განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ ვეტოს დაადებს, თუმცა ხელისუფლებას აქვს მზაობა, მოისმინოს არგუმენტები და შესწორებები შეიტანოს.

„აღნიშნული კანონი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ. დღეს ისე არაფერი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, როგორც სიმშვიდე. სავარაუდოდ, პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას. პრემიერ-მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს შემთხვევაში, თუ რამე სამართლებრივი არგუმენტი არსებობს, რისი შესწორებაც შეიძლება, მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ასევე, საქართველოში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიანმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყნის ევროპული კურსი კონსტიტუციით გაამყარა. დიახ, საქართველოს არაფერი შეუშლის ხელს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროპული მომავალი – ეს არის „ქართული ოცნების“ დაპირება და, რაც მთავარია, ჩვენი ხალხის ურყევი სურვილი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა
ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები სანქციების დაწესებას განიხილავენ
საფრანგეთი მხარს უჭერს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერისა და „ჰამასის“ ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ
Სარეკლამო
„პოლიტიკო“ - საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს
ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურმა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების ბრძანება გასცა
ალექსანდრ ლიტვინენკო - უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, ამიტომ მომზადდა ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა
ირაკლი კობახიძე - საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო
მეტის ჩვენება
Სარეკლამო