კახა კალაძე - საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია ქეთევან დედოფლის და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე საშვილიშვილო სამუშაოებით

ამბები/ წყარო: imedinews.ge
კახა კალაძე - საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია ქეთევან დედოფლის და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე საშვილიშვილო სამუშაოებით
ამბებიწყარო: imedinews.ge

კახა კალაძე - საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია ქეთევან დედოფლის და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე საშვილიშვილო სამუშაოებით

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/3PoL5_nVR.jpeg

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში შექმნილ საცობებს ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით ხსნის. მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ვაჟა-ფშაველას და წერეთლის გამზირების განახლების სამუშაოები დაიწყება.

„ეს სამუშაოები დაიწყება მას შემდეგ, რაც ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, მხედველობაში მაქვს ქეთევან დედოფლის გამზირი და მელიქიშვილის გამზირი. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი, რომელიც დღეს გადაკეტილია, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, მთლიანად მოწესრიგება და შემდეგი ეტაპი იქნება უკვე წერეთლის გამზირი და მომავალი წლისთვის ვაპირებთ დავიწყოთ ვაჟა-ფშაველას გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საცობების ახლანდელ მდგომარეობას ავხსნი იმით, რომ ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი არის გადაკეტილი, მოძრაობა შეზღუდულია და ეს, რა თქმა უნდა, იწვევს იმ საცობებს დღის განმავლობაში, რაც გვაქვს. საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია იმ მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოებით, რომელიც ამ ორ კონკრეტულ გამზირზე მიმდინარეობს“, - განაცხადა კალაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო