erimedia_ravk/JPZnNGkSg.jpeg

კახა კალაძე - თამარ მეფის გამზირთან დატბორილია გზის ნაწილი და გადაადგილების პრობლემაა, იყო პრობლემები გლდანში, დიდუბეში, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას

ამბები
კახა კალაძე - თამარ მეფის გამზირთან დატბორილია გზის ნაწილი და გადაადგილების პრობლემაა, იყო პრობლემები გლდანში, დიდუბეში, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას
ამბები

კახა კალაძე - თამარ მეფის გამზირთან დატბორილია გზის ნაწილი და გადაადგილების პრობლემაა, იყო პრობლემები გლდანში, დიდუბეში, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას

erimedia_ravk/JPZnNGkSg.jpeg
29 აგვ

ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად, თამარ მეფის გამზირთან, სადაც დატბორილია გზის ნაწილი. სანიაღვრე სისტემა მუშაობს, მაგრამ იმდენი ნალექია, ვერ აუდის და გარკვეული პრობლემა არის გადაადგილების თვალსაზრისით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ვახუშტის ხიდის მიმდებარედ განუცხადა, სადაც უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა.

კალაძის თქმით, შესაბამისი უწყებები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას.

„იყო პრობლემები გლდანის რაიონში, ასევე დიდუბეში, ერისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დატბორილი იყო გზის მონაკვეთი და გადაადგილება შეუძლებელი იყო. პრობლემები იყო რამდენიმე ქუჩასა და გამზირზე. ხეები იყო წაქცეული და აღნიშნული მონაკვეთები გაწმენდილია. მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი შესაბამისი სამსახურები გააგრძელებენ მუშაობას. მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს, საპატრულო პოლიციას, სამაშველო ჯგუფს“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველა შესაბამისი უწყება მზად არის, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინოს.

„გაკეთებული გვაქვს განცხადება, რომ ვინმეს რაიმე პრობლემა თუ შეექმნა, არსებობს დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზი, აუცილებლად დაგვიკავშირდით. გამგეობები მობილიზებულია, ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური მზად არის, ვინმეს რაიმე საჭიროება თუ აქვს, ყველანაირად გვერდში დავუდგებით“, – აღნიშნა კალაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
მედიის ცნობით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ისრაელისთვის 26,4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას დაუჭირა მხარი
დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყო
ისრაელის მედია - ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ მკაფიო და ძლიერი პასუხის გადაწყვეტილება მიიღო
Სარეკლამო
ისრაელის მედია - ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა
საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი ღაზაში ჩაგვრისთვის საფასურს გადაიხდის
გიორგი აბდალაძე - ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია
მეტის ჩვენება
Სარეკლამო