erimedia_ravk/QPKrPYWSg.jpeg

კახა კალაძე - „თბილისობას“ ვულოცავ ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს. გელოდებით თბილისობის ღონისძიებებზე

ამბები
კახა კალაძე - „თბილისობას“ ვულოცავ ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს. გელოდებით თბილისობის ღონისძიებებზე
ამბები

კახა კალაძე - „თბილისობას“ ვულოცავ ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს. გელოდებით თბილისობის ღონისძიებებზე

erimedia_ravk/QPKrPYWSg.jpeg
30 სექ

კახა კალაძე „თბილისობის“ ღონისძიებებს ორბელიანის მოედანზე დაესწრო.

დედაქალაქის მერმა წარმოდგენილი ინსტალაციები დაათვალიერა, თეატრალიზებულ პერფორმანსსა და გასტრონომიულ კუთხეს გაეცნო.

კახა კალაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებსა და თბილისის სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა.

„მინდა ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, ადგილობრივ მცხოვრებლებს და თბილისის სტუმრებს მივულოცო დღევანდელი დღე. ხედავთ, როგორი სასიამოვნო გარემოა, უამრავი ადამიანია გამოსული. დღეს და ხვალ სხვადასხვა ტიპის ღონისძიება გაიმართება ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში. ამინდი და განწყობა შესანიშნავია. მობრძანდით, ყველას გელოდებით.

რა შეიძლება გისურვოთ დღევანდელ მოცემულობაში? - პირველ რიგში მშვიდობა, რადგან მშვიდობას მართლაც არ აქვს ალტერნატივა. ასევე ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება, რათა ამ ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში მცხოვრები ადამიანები იყვნენ ბედნიერები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ორი დღის განმავლობაში, როგორც ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკსა და აბანოთუბანში „თბილისობის“ აღმნიშვნელი მრავალფეროვანი გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, გასტრონომიული ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო აქტივობები.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო