კახა კალაძე - უხვი ნალექის გამო, მერიის ყველა სამსახური ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს, მობილიზებულია სამაშველოც
უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები დედაქლაქის ზოგიერთ რაიონში შექმნა. კონკრეტულად ყველაზე დიდი პრობლემებია გლდანის რაიონი, ასევე არის კონკრეტული ქუჩები, სადაც ხეები დაზიანდა. დაიტბორა ტერიტორიები. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქ ლაივში განაცხადა.
კალაძის თქმით, მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც.
„ცოტა მოგვიანებით მექნება ბრიფინგი და დეტალურად მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, რას აკეთებს მერია, რა სამუშაოები ტარდება, რა ვითარებაა.
ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ახალ გზაზე, ვერეს ხეობაში პრობლემები იყო და მოძრაობა შეზღუდულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაცია. დედაქალაქის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, არსებობს ცხელი ხაზი და ყველამ ადამიანს, ვისაც გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ და შესაბამისი სამსახურები მოახდენენ რეაგირებას. სამაშველო სამსახური მობილიზებულია, გვეხმარებიან. ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.