კახა კალაძე - უხვმა ნალექმა ყველაზე მეტი პრობლემა შექმნა გლდანში, ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ვერეს ხეობაში იყო პრობლემები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება
ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ახალ გზაზე, ვერეს ხეობაში პრობლემები იყო და მოძრაობა შეზღუდულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქ ლაივში განაცხადა.
კალაძის თქმით, უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში შექმნა.
„უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში შექმნა. კონკრეტულად ყველაზე დიდი პრობლემებია გლდანის რაიონში, ასევე არის კონკრეტული ქუჩები, სადაც ხეები დაზიანდა. დაიტბორა ტერიტორიები. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. ცოტა მოგვიანებით მექნება ბრიფინგი და დეტალურად მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, რას აკეთებს მერია, რა სამუშაოები ტარდება, რა ვითარებაა. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ახალ გზაზე, ვერეს ხეობაში პრობლემები იყო და მოძრაობა შეზღუდულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაცია. დედაქალაქის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, არსებობს ცხელი ხაზი და ყველამ ადამიანს, ვისაც გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ და შესაბამისი სამსახურები მოახდენენ რეაგირებას. სამაშველო სამსახური მობილიზებულია, გვეხმარებიან. ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.