კახა კალაძე იოსებ გრიშაშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ამბები
კახა კალაძე იოსებ გრიშაშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ამბები

კახა კალაძე იოსებ გრიშაშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

8 ოქტ

erimedia_ravk/jktlv64VR.jpeg

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, იოსებ გრიშაშვილის იუბილესთან და წიგნის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას „ძველი თბილისური ბოჰემა“ დაესწრო.

ღონისძიება კრწანისის რაიონში მდებარე იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერში გაიმართა.

„გრიშაშვილის იუბილეს აღვნიშნავთ მისივე სახელობის სკვერში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ ჩატარდა. სწორედ 2019 წლიდან დავიწყეთ ამ სახალხო დღესასწაულის აღნიშვნაც, სადაც ძალიან ბევრი ადგილობრივი მოდის ხოლმე. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ორი წელი აღნიშნული ღონისძიება არ გამართულა.

მინდა ყველას მივულოცო ეს დღე. სასიამოვნო საღამო იყო, საუკეთესო განწყობით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

იოსებ გრიშაშვილის სკვერი ერთი დღით ძველ თბილისურ სტილში გაფორმდა. ღონისძიების ძირითადი ნაწილის დაწყებამდე, სტუმრების წინაშე მეარღნე და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული მსახიობები წარდგნენ. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობა მედუდუკეთა ანსამბლმა მიიღო. „ძველი თბილისური ბოჰემის“ ფარგლებში, კიდევ ერთხელ გაცოცხლეს იოსებ გრიშაშვილის პოეზია მუსიკალური ნომრებითა და სხვადასხვა ფილმიდან და სპექტაკლიდან ფრაგმენტებით.

აღნიშნული სკვერის სივრცე რეტრო გალერეასაც დაეთმო, სადაც სხვადასხვა რეკვიზიტები იყო წარმოდგენილი. კრწანისის რაიონის წარჩინებულ მოსწავლეებს კი, საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

ღონისძიებას, თბილისის მერთან ერთად, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში - ბექა ოდიშარია, ლევან ჯაფარიძე და ნოდარ ტურძელაძე დაესწრნენ.

erimedia_ravk/IOW9v6V4g.jpeg
erimedia_ravk/TctrDeV4g.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატთა ჯგუფი საგარეო ჩარევის შესახებ კანონპროექტის ტექსტზე შეთანხმდა
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იტალია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებას არ დაუშვებს
გერმანია უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოდან გაწერეს
ვიქტორ ორბანი - ნატო ყოველ კვირას სულ უფრო უახლოვდება ომს
Სარეკლამო
„როიტერი“ - ჩინეთი შვეიცარიაში, ივნისში დაგეგმილ უკრაინის სამშვიდობო სამიტს არ შეუერთდება, რადგან მხარს უჭერს რუსეთის და უკრაინის თანასწორ მონაწილეობას
ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო
თეთრი სახლის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენი 8 ივნისს საფრანგეთში ჩავა
„პოლიტიკო“ - ჯო ბაიდენმა უკრაინას ფარულად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა მხოლოდ ხარკოვის მახლობლად
საფრანგეთში დეპუტატები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ
მეტის ჩვენება
Სარეკლამო