კახა კალაძე ოჯახთან და უცხოელ კოლეგებთან ერთად, „თბილისობის“ ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო

ამბები/ წყარო: 1tv.ge
კახა კალაძე ოჯახთან და უცხოელ კოლეგებთან ერთად, „თბილისობის“ ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო
ამბებიწყარო: 1tv.ge

კახა კალაძე ოჯახთან და უცხოელ კოლეგებთან ერთად, „თბილისობის“ ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო

1 ოქტ

erimedia_ravk/m0EGNcVVg.jpeg

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკში „თბილისობა 2022“-სადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაესწრო.

თბილისის მერმა მოედანზე განთავსებული პავილიონები პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძის, ბაქოს მერის - ელდარ აზიზოვის, ზაარბრიუკენის მერის - უვე კონრატის და დოჰას მერის - მანსურ აჯრან ალ-ბუაინაინის თანხლებით დაათვალიერა და დედაქალაქის მოსახლეობას „თბილისობის“ დღესასწაული მიულოცა.

„ორწლიანი პაუზის შემდეგ, სახალხო დღესასწაულს – „თბილისობას“ აღვნიშნავთ. ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანია გამოსული, აღნიშნავენ და ერთობიან. ყველანაირი პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ეს ორი დღე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის საინტერესო იყოს. გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, სადაც ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ხვალ კი გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია. მინდა, ყველას მოვულოცო დღევანდელი დღე და ყოველდღიურ ცხოვრებაში სიხარული, ბედნიერება, წარმატებები ვუსურვო. დედაქალაქის მერია ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დღესასწაული, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, წარმატებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია ძველი თბილისის სტილშია მოწყობილი. პროექტის დეკორირებისას გამოყენებულია ტრადიციული თემატიკა, სადარბაზოს, აივნებისა და სხვა არქიტექტურული და მხატვრული კომპოზიციის სახით. ტერიტორიაზე წარმოდგენილია ე.წ. თბილისური უბანი, სადაც თეატრალიზებული კოსტიუმირებული პერფორმანსი იმართება. გარდა ამისა,ორბელიანის მოედანზე განთავსებულია თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები, ინსტალაციები, სამეწარმეო და კვების ზონები.

რაც შეეხება რიყის პარკს, ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ინსტალაცია იქნება წარმოდგენილი და გაიმართება ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება. ასევე, მოეწყობა გამოფენები, საბავშვო კონცერტები დასპორტული აქტივობები, სამეწარმეო ბაზრობა, ტკბილეულის ფესტივალი და სხვა.

საზეიმო ღონისძიებები, ორბელიანის მოედნისა და რიყის პარკის გარდა, ლეღვთახევში, ასევე, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე მიმდინარეობს.

ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებებს მერის მოადგილეები - ანდრია ბასილაია და კახა გულედანი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო