erimedia_ravk/CRPJAEb4R.jpeg

კახა კალაძე სპორტული ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ამბები
კახა კალაძე სპორტული ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო
ამბები

კახა კალაძე სპორტული ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო

erimedia_ravk/CRPJAEb4R.jpeg
3 მარ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად ლადო ასათიანის ქუჩაზე სპორტული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის დასრულების შემდეგ სპორტულ ცენტრში განთავსდება ფიტნესდარბაზი, კრივის რინგი, საკალთბურთო მოედანი, საშხაპეები და გასახდელები.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მოსახლეობის სურვილი იყო.

„მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც სპორტული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იყო სპორტული სკოლა, თუმცა იმდენად ავარიული იყო, რომ შენობის აღდგენა ვერ მოხერხდა. ჩაუტარდა დემონტაჟი და, ფაქტობრივად, ახალი პროექტი ხორციელდება, სადაც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ეს სივრცე გამოიყენონ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებისთვის და სავარჯიშოდ. აქ იქნება საკალათბურთო მოედანი, სატრენაჟორო სივრცე. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ამ შენობაში მოწყობილიყო, პროექტის სახით ხორციელდება. ზაფხულისთვის სამშენებლო სამუშაოები დასრულებული იქნება, ამის შემდეგ დაიწყება შიდა სარემონტო სამუშაოები და შესაბამისად აღიჭურვება. აღნიშნული სამუშაოები შემოდგომისთვის დასრულდება. მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ აღნიშნული სივრცე მოწესრიგებულიყო, ჩვენი დაპირება იყო და, რა თქმა უნდა, დაპირებას ვასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე.

სპორტული ცენტრის მშენებლობა გასული წლის ივნისში დაიწყო.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო