კახა კალაძე უმრავლესობიდან წასული დეპუტატების მიერ პარტიის შესაძლო ფორმირებაზე - ჩვენ ერთგული ამომრჩეველი გვყავს და მგონია, რომ მათი წართმევის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ ექნება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
კახა კალაძე უმრავლესობიდან წასული დეპუტატების მიერ პარტიის შესაძლო ფორმირებაზე - ჩვენ ერთგული ამომრჩეველი გვყავს და მგონია, რომ მათი წართმევის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ ექნება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

კახა კალაძე უმრავლესობიდან წასული დეპუტატების მიერ პარტიის შესაძლო ფორმირებაზე - ჩვენ ერთგული ამომრჩეველი გვყავს და მგონია, რომ მათი წართმევის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ ექნება

3 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/eTx6Gfk4R.webp

ქართულ ოცნებას“ ჰყავს მხარდამჭერები, ადამიანები, ვინც იზიარებს იმ მშვიდობის პოლიტიკას, რომელსაც დღეს ხელისუფლება ატარებს. შესაბამისად, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ ექნება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები წაართმევენ თუ არა ხმებს მმართველ გუნდს, თუ ისინი ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნიან. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ერთგული ამომრჩეველი ჰყავს. „ყველა პოლიტიკოსი თავის გადაწყვეტილებას იღებს, რა უნდა გააკეთოს ცხოვრების შემდეგ ეტაპზე. შესაბამისად, მე გამიჭირდება საუბარი მათ გადაწყვეტილებაზე. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მხარდამჭერები, ადამიანები, ვინც იზიარებს იმ მშვიდობის პოლიტიკას, რომელსაც დღეს ხელისუფლება ატარებს. შესაბამისად, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ ექნება. იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ დეპუტატების მხრიდან იყო გაკეთებული, მოჰყვა ახსნა-განმარტება, თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი და მოჰყვა ასევე განმარტება, თუ გარკვეულ საკითხებში რატომ დაუჭერენ მხარს მმართველ გუნდს. შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია“, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, უმრავლესობიდან გასული დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, დააფუძნონ საზოგადოებრივი მოძრაობა - „ხალხის ძალა“. მისივე თქმით, თუ დაინახავენ, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს, არ გამორიცხავენ, რომ მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნან.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო