erimedia_ravk/f1CzjgWSg.jpeg

კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დააჯილდოვა და ახალი სპეცტექნიკა დაათვალიერა

ამბები
კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დააჯილდოვა და ახალი სპეცტექნიკა დაათვალიერა
ამბები

კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დააჯილდოვა და ახალი სპეცტექნიკა დაათვალიერა

erimedia_ravk/f1CzjgWSg.jpeg
22 სექ

„თბილსერვის ჯგუფის“ პროფესიულ დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე კომპანიის თანამშრომლებს შეხვდა და მადლობის სიგელები გადასცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დაჯილდოების ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია.

კახა კალაძემ თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების, მათ შორის შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხს.

თბილისის მერის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპისა და წარმოების 104 ახალი სპეცმანქანა შეემატა, აქედან 23 ერთეული მიმდინარე წელს იქნა შემოყვანილი.

„მადლობა მინდა, გითხრათ თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რასაც აკეთებთ დედაქალაქისთვის. 20 სექტემბერს 16 წელი გავიდა, რაც „თბილსერვის ჯგუფი“ დაარსდა. ჩვენი ქალაქი რომ ასეთი სუფთა, მოწესრიგებული და განათებულია, თქვენი დამსახურებაა. ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, ხელი შეგიწყოთ, შეგიმსუბუქოთ მუშაობა ტექნიკით, აღჭურვილობით. ბოლო ორი წლის განმავლობაში 104 ერთეული ტექნიკა შევისყიდეთ. განვაგრძობთ შესყიდვებს იმისთვის, რომ „თბილსერვის ჯგუფი“ იყოს აღჭურვილი. წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სიგელები გადაეცათ დასუფთავების დეპარტამენტის, გარე განათების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნებისა და სხვა სამსახურების 101 თანამშრომელს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო