erimedia_ravk/0JaKJ_I4R.jpeg

კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია - ირაკლი კობახიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

ამბები
კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია - ირაკლი კობახიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე
ამბები

კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია - ირაკლი კობახიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

erimedia_ravk/0JaKJ_I4R.jpeg
19 ოქტ

ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, გულგრილობამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება, ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ზოგადად პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება, დადგეს იმ შემთხვევაში, თუ უწყებაში ვლინდება რაიმე სისტემური პრობლემა. ამ შემთხვევაში კი, რადიკალურად განსხვავებული სურათია.

„ამ ხუთი წლის განმავლობაში, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, თბილისის მერიაში განხორციელდა ათასობით პროექტი და ეს პროექტები გამორჩეული იყო მაღალი ხარისხით, როგორც ვიზუალური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, პირიქით, სისტემურად, პროექტები ხორციელდება წარმატებით“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტებმა კობახიძეს კითხვა დაუსვეს კახა კალაძის მიერ ვაკის პარკში ერთ-ერთი დაშავებული ბავშვის მონახულების შესახებ, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ ბავშვთან სტუმრობა იყო მერის პასუხისმგებლობა.

„რაც შეეხება ბავშვთან სტუმრობას, რომელიც გუშინ შედგა და შემდეგ ბავშვმა დადო ფოტოები მაისურით. ბავშვი იმ ტრაგიკული გარემოებების მონაწილე იყო და გადარჩა, მერის მხრიდან მასთან სტუმრობა იყო ელემენტარული პასუხისმგებლობის საგანი, რაც გააკეთა კახა კალაძემ. ბავშვმა რატომ დადო ფოტოები და ამის გამო ბავშვის ბულინგი, ესეც არასწორი მგონია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიების კონკრეტული წარმომადგენლები ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს, კახა კალაძესაც აკისრებენ.

13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, 9 პირი დააკავეს, მათ შორის არის თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე და "გრინსერვის პლიუსის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო