ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია სრულდება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია სრულდება
ამბებიწყარო: 1tv.ge

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია სრულდება

21 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/L7TQ1xn4R.jpeg

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, აღნიშნული მისამართზე, სხვადასხვა მონაკვეთში ასფალტის საფარი იგება.

„ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის საფარის ზედა ფენა იგება. პარალელურად, ასფალტის ქვედა ფენები ავლაბრის მოედანზე და თელავის ქუჩის შესახვევიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე იგება. შემდეგ ეტაპზე, აღნიშნულ სარეაბილიტაციო მონაკვეთში საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანის სამუშაოები დაიწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სახეშეცვლილი ავლაბრის მოედანი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი იქნება.

„ავლაბრის მოედანი მთლიანად სახეშეცვლილი იქნება. ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი გახდება. პროექტის ფარგლებში, ავლაბრის მოედანზე არსებული შადრევანი ავიღეთ და ეს სივრცე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოვიყენეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, ავლაბრის მოედანზე გზაგამყოფი კუნძულები ეწყობა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო