ქეთევან დედოფლის გამზირისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ქეთევან დედოფლის გამზირისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ამბებიწყარო: imedinews.ge

ქეთევან დედოფლის გამზირისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

27 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/9Q6MFxW4g.jpeg

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები ხორციელდება. ამჟამად, ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, მეორე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც, 29 აგვისტოს 07:00 საათიდან 4 სექტემბრამდე, ქეთევან დედოფლის გამზირისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. ბოჭორმის ქუჩიდან და მეტროსადგურ „ისნიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებები კი ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით ვერ იმოძრავებენ.

სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით - ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩების გამოყენებით, ხოლო მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის საშუალებით.

ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მეტროსადგურ „ისნიდან“ კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას ჩაჩავასა და აწყურის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ, ხოლო ბოჭორმის ქუჩაზე გადაადგილება მეტროსადგურ „ისნიდან“ დასაშვები იქნება ჩაჩავას ქუჩის, კახეთის გზატკეცილის, ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩების გამოყენებით.

ბოჭორმის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ თელავის, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების დახმარებით.

სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები: N305, N309, N325, N333 და N393 მეტროსადგურ „ისნიდან“ მოძრაობას ორთაჭალის მიმართულებით - ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკისა და გულიას ქუჩების გავლით განაგრძობენ, ვახტანგ გორგასალის ქუჩით დაუკავშირდებიან ევროპის მოედანს, გადაინაცვლებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე და მარშრუტს ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ ვახტანგ გორგასალის, გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩების გამოყენებით, დაუკავშირდებიან მეტროსადგურ „ისანს“ და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

N337 ავტობუსი ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან მოძრაობას აწყურის ქუჩაზე განაგრძობს, კახეთის შესახვევით ნავთლუღის ქუჩაზე გადაინაცვლებს, ჰოლბრუკისა და გულიას ქუჩების გავლით კი, გორგასალის ქუჩას და ევროპის მოედანს დაუკავშირდება, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობს ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე და ბარათაშვილის ხიდის გავლით, მგზავრებს ბარათაშვილის ქუჩამდე მიიყვანს. ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, N337 ბარათაშვილის ქუჩიდან გორგასალის, გულიას, ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩებით დაუკავშირდება მეტროსადგურ „ისანს“, შემდეგ სვლას განაგრძობს ჩაჩავას, აწყურისა და კაჩინსკის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილის მიმართულებით. კახეთის გზატკეცილიდან ავტობუსი უკვე არსებული სქემით იმოძრავებს.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N462, N472, N528, N534 და N540 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით, მოძრაობას ჩაჩავას ქუჩაზე განაგრძობენ, აწყურის ქუჩით დაუკავშირდებიან ლეხ კაჩინსკის ქუჩას, რის შემდეგაც, ზურაბაშვილის, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბართან“ მოხვდებიან და დადგენილი მარშრუტით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ალექსანდრე წურწუმიასა და ზურაბაშვილის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებენ, აწყურისა ქუჩით და კახეთის ქუჩის შესახვევის გავლით, დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო