erimedia_ravk/oeH8yWIVg.jpeg

კიდევ ორი მედალი უზბეკეთიდან - ბექაურმა და მაისურაძემ მესამე ადგილები აიღეს

ამბები
კიდევ ორი მედალი უზბეკეთიდან - ბექაურმა და მაისურაძემ მესამე ადგილები აიღეს
ამბები

კიდევ ორი მედალი უზბეკეთიდან - ბექაურმა და მაისურაძემ მესამე ადგილები აიღეს

erimedia_ravk/oeH8yWIVg.jpeg
10 ოქტ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ, რომლებიც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

22 წლის ბექაურმა ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს აჯობა. თავდაპირველად, ბექაურმა მეტოქეს ვაზარი აუღო, მალევე კი ლაპარაზი სუფთა გდება შეასრულა და იპონიც მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ბექაურისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატებზე აღებული პირველი მედალია.

მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანამდე გზიდან იაპონელი კოსუკე მაშიამა, ბრაზილიელი რაფაელ მასედო და კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი უზბეკ დავლატ ბობონოვთან ილეთზე თავით წასვლის გამო მოხსნეს.

მაისურაძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება ხსენებულ სილვა მორალესთან დაპირისპირებაში შეძლო, რომელიც დამატებით დროში ვაზარიზე დააგდო. ცნობისთვის, ეს მსოფლიოს ჩემპიონატებზე ლუკას მეორე მედალია. 2019 წელს ტოკიოში გამართულ ტურნირზე მან ასევე ბრინჯაო დაისაკუთრა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო