erimedia_ravk/EsVh0ZI4R.jpeg

კიევში აფეთქებები გრძელდება - სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც

ამბები
კიევში აფეთქებები გრძელდება - სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც
ამბები

კიევში აფეთქებები გრძელდება - სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც

erimedia_ravk/EsVh0ZI4R.jpeg
10 ოქტ

უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებები გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს თავი მეტროსადგურებს შეაფაროს. ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქება კიევის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებით, უკრაინის დედაქალაქში სარაკეტო იერიშების შედეგად გარდაცვლილია რვა ადამიანი, ხოლო დაშავებულია 24 პირი.

"დედაქალაქი რუსების თავდასხმის ქვეშაა! რაკეტები მოხვდა ობიექტებს ქალაქის ცენტრში, შევჩენკოვისა და სოლომიანსკის რაიონებში. საჰაერო განგაში და შესაბამისად საფრთხე გრძელდება", - განაცხადა ვიტალიკლიჩკომ.

მისივე თქმით, კიევის ცენტრალური ქუჩები სამართალდამცველებმა გადაკეტეს, ადგილზე კი სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

ავიაიერიში განხორციელდა ლვოვზეც. ქალაქში მასიური თავდასხმების გამო, სკოლები დაიხურა და შეფერხებები იყო მობილურ ქსელებში. ვრცელდება ინფორმაცია ხარკოვის დაბომბვის შესახებაც.

პარალელურად, აფეთქებების ხმა ისმის დნეპროპეტროვსკში, ხმელნიცკსა და ჟიტომირში. უკრაინული მედია წერს, რომ აღნიშნულ ქალაქებში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. ამ დრომდე მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო