კლასიკური ფინალი ევრობასკეტზე - საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
კლასიკური ფინალი ევრობასკეტზე - საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდება
ამბებიწყარო: 1tv.ge

კლასიკური ფინალი ევრობასკეტზე - საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდება

17 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/ZMcs6InVR.jpeg

გერმანია-ესპანეთის ნახევარფინალი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. თამაშში გამარჯვებულის ვინაობა თითქმის ბოლო წამამდე გაურკვევლი იყო.

პირველი მეოთხედი ესპანელებმა 3 ქულით მოიგეს, რასაც გერმანელებმა მეორე მეოთხედში ბრწყინვალე თამაში დაუპირისპირეს – ეს მონაკვეთი გორდონ ჰერბერტის გუნდმა 8 ქულით, ტაიმი კი 5 ქულით მოიგო.

შეუჩერებელი იყო გერმანელთა ლიდერი დენის შრიოდერი, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთხელ ულიდერა თავის გუნდს. შრიოდერი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთეო იყო 30 ქულითა და 8 პასით. თუმცა არანაკლებ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ესპანელთა შემადგენლობაში ლორენცო ბრაუნმა – მან თავის გუნდს 29 ქულა შესძინა. შრიოდერისგან განსხვავებით, ბრაუნი უფრო შედეგიანი და სასარგებლო შეხვედრის დასკვნით ნაწილში იყო, როდესაც გადაწყდა კიდეც მატჩის ბედი.

გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც უკეთესად ესპანელებმა ჩაატარეს, 11 ქულით მოიგეს და დამსახურებულად მოიპოვეს ფინალის საგზური, სადაც მათი მეტოქე საფრანგეთის ეროვნული ნაკრები იქნება.

გერმანია-ესპანეთი 91:96

18 სექტემბერი

მატჩი მესამე ადგილისთვის

19:15 გერმანია-პოლონეთი

ფინალი

22:30 ესპანეთი-საფრანგეთი

ავტორი - ვაჟა სიმონიშვილი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო