კლინიკა „ვივამედის“ განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ცილისმწამებლური ინფორმაცია გააჟღერა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
კლინიკა „ვივამედის“ განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ცილისმწამებლური ინფორმაცია გააჟღერა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

კლინიკა „ვივამედის“ განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ცილისმწამებლური ინფორმაცია გააჟღერა

29 ივლისი, 2022

erimedia_ravk/UyWO9Ik4R.webp

კლინიკა „ვივამედის“ ადმინისტრაცია მათი მისამართით გავრცელებული ბრალდებების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კლინიკის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში გახშირდა უსაფუძვლო, არაარგუმენტირებული ბრალდებები კლინიკის მისამართით, განსაკუთრებით იმ პირების მიერ რომელთა, სხვა რომ არაფერი, პროფესიული ვალდებულებაა იყვნენ მაქსიმალურად ობიექტურები და კორექტულები.

მათივე ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ცილისმწამებლური ინფორმაცია გააჟღერა.

„სამედიცინო დაწესებულება შპს „ვივამედი“ წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური სერვისების განმახორციელებელ, მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო (თსუ) კლინიკას, სადაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ წარმატებით ხორციელდება პაციენტებისათვის სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, აღიარებული გაიდლაინების, პროტოკოლების შესაბამისად. ბოლო პერიოდში გახშირდა უსაფუძვლო, არაარგუმენტირებული ბრალდებები კლინიკის მისამართით, განსაკუთრებით იმ პირების მიერ რომელთა, სხვა რომ არაფერი, პროფესიული ვალდებულებაა იყვნენ მაქსიმალურად ობიექტურები და კორექტულები. კლინიკა მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინა მსგავს უსაფუძვლო თავდასხმებზე რეაგირებისაგან, მაგრამ როდემდე? განსაკუთრებით აღმაშფოთებელი, მიუღებელი და კლინიკისთვის ცილისმწამებლური იყო ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის საეთერო ინტერვიუ ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე. შალვა ხაჭაპურიძის საყურადღებოდ - კლინიკა „ვივამედს“ არასდროს შეჩერებია სამედიცინო საქმიანობის უფლება, მით უმეტეს, ვის და კარგ იურისტს არ უნდა ესწავლებოდეს, სამედიცინო საქმიანობის შეჩერება პრემიერ - მინისტრის პრეროგატივა არ არის, თქვენ მიერ „აღმოჩენილი“ კლინიკის საქმიანობის შეჩერების დამადასტურებელი საბუთი, ბუნებაში არ არსებობს. უფრო მეტიც, 2020 წლიდან კლინიკა ერთ- ერთი პირველთაგანი ჩაერთო კოვიდინფიცირებულთა მართვის პროგრამაში, რომელსაც წარმატებით ახორციელებდა ორი წლის განმავლობაში; დასტურად - კლინიკას ჰყავს უამრავი გამოჯანმრთელებული, მადლიერი პაციენტი (ლეტალობის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით იყო ერთ-ერთი დაბალი). ამ პერიოდში და პროგრამის დასრულების შემდგომ, კლინიკა „ვივამედს“ არაერთხელ გამოეცხადა მადლობა საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

კლინიკა „ვივამედი“ 2019 წლის დეკემბრიდან, ხელშეკრულების საფუძველზე სამედიცინო მომსახურებას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურს. ამ პერიოდში, სამედიცინო მომსახურება გაეწია 9055 ბრალდებულ/მსჯავრდებულ პაციენტს (მათ შორის 593 კოვიდ ინფიცირებულს). ლეტალობის მაჩვენებელი ამ კონტინგენტში გახლავთ 0,17% (კოვიდინფიცირებული არცერთი). ალბათ, ამით ვგავართ ალკატრასს?! მართალია ნიუანსებია, არც გევალებათ იმის ცოდნა ბატონო შალვა, რომ არსებობს დიაგნოზები: კლინიკაში შემოსვლისას (წინასწარი), კლინიკური დიაგნოზი, დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი და კიდევ ცალკე ცნებაა, სიკვდილის უშუალო მიზეზი; ფეხის ტკივილი, სიკვდილის მიზეზი ვერ იქნებოდა, და კლინიკაც ასეთ დასკვნას არ გასცემდა! მიუხედავად ბოლო დროს განხორციელებული უსაფუძვლო თავდასხმებისა, კლინიკა „ვივამედი“ წარმატებით ახორციელებს პაციენტების მკურნალობას საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და აქტიურადაა ჩართული, როგორც სამკურნალო, ასევე აკადემიური საქმიანობაში. მის შეუცვლელ პრიორიტეტად რჩება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, განურჩევლად სქესისა, რასისა, კანის ფერისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა ნიშნის განურჩევლად“, - ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო