erimedia_ravk/IJKq94F4g.png

კობახიძე: სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მისი გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმაა

ამბები
კობახიძე: სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მისი გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმაა
ამბები

კობახიძე: სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მისი გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმაა

erimedia_ravk/IJKq94F4g.png
30 ნოე

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმა. არ შეიძლება, ეს საკითხები პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პატიმართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ.

„ნებისმიერ თემაზე, რომელიც პატიმარს უკავშირდება, გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ და არ შეიძლება, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური იყოს. როცა რადიკალური ოპოზიცია და ლობისტები გვთავაზობენ, საკითხი პოლიტიკური გავხადოთ, სამართლისა და კანონის მიმართ მათ დამოიკიდებულებაზე მიუთითებს. არ შეიძლება, ეს საკითხი პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს. იმიტომ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი, რომ ამ ყველაფრის უკან მათი პოლიტიკური მიზანი დგას, ქვეყანაში ვითარების არევა უნდათ.

ერთადერთი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სურთ, არის ის, რომ როგორმე ქვეყანა არიონ, რაც ვერ მოახერხეს – იგივე ცხელი შემოდგომა და ასე შემდეგ. ამის მიღწევა სააკაშვილის გათავისუფლებით უნდათ. რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს და ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული, გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს, „მთავარი არხის“ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, სააკაშვილთან დაკავშირებით რა ნაწილშია ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მთლიანად მოქმედებს თავისი პასუხისმგებლობით.

„სახელმწიფო უწყებები საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედებენ. სწორედ ესაა მიზეზი, რომ სააკაშვილი ახლა არის არა სასჯელაღსრულების, არამედ სამედიცინო დაწესებულებაში. „ნაცმოძრაობის“, მათი ლობისტების და კონკრეტული მედიასაშუალებების პასუხისმგებლობა იცით, რა არის? სააკაშვილი რომ ჩამოიყვანეს საქართველოში და ამის შედეგად ჩაჯდა ციხეში, ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ სააკაშვილს თვითდაზიანებებისკენ. გაიხსენეთ, თქვენი ტელევიზიის ერთ-ერთი ლიდერის და დღევანდელი ხელმძღვანელის მონოლოგი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ. თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა, თუ რაიმე პრობლემა იქნება ჯანმრთელობის თვალსაზრისით – სააკაშვილი ჩამოიყვანეთ საქართველოში და მოწოდება იყო თვითდაზიანებისკენ. გახსოვთ, თვეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი არასათანადოდ იკვებებოდა, ეს იყო თვითდაზიანების გამოხატულება და თქვენი მხრიდან წამახალისებელი განცხადებები ისმოდა. შესაბამისად, აიღეთ პასუხისმგებლობა როგორც სააკაშვილის ჩამოყვანაზე, ასევე თვითდაზიანების მოწოდებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო