erimedia_ravk/tAvg3U4VR.jpeg

„კოკაინი“, „სუბოტექსი“ და „მარიხუანა“ - ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

ამბები
„კოკაინი“, „სუბოტექსი“ და „მარიხუანა“ - ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ ოთხი პირი დააკავა
ამბები

„კოკაინი“, „სუბოტექსი“ და „მარიხუანა“ - ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

erimedia_ravk/tAvg3U4VR.jpeg
6 ოქტ

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავა, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ სამი ბრალდებული თბილისში სხვადასხვა დროს დააკავა. ერთ-ერთის პირადი ჩხრეკისას, ასევე, სპეციალური სამალავებიდან, სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული 3 შეკვრა "კოკაინი" და 9 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისში კიდევ ორი პირი დააკავეს ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა. ამოღებულია 25 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ", სარეალიზაციოდ გამზადებული კიდევ 5 შეკვრა ნარკოტიკი და "სუბუტექსის" 49 აბი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ერთი პირი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. მისი პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ 100 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღო.

გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო