erimedia_ravk/KvRBiDgIg.jpeg

კონგრესმენი ენდი ჰარისი - პირდაპირი ვიქნები, კონტრშეტევა ჩავარდა - დადგა დრო, რეალისტურად მოვითხოვოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები, ვიცი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ეს არ სურს

ამბები

19 აგვ

"რესპუბლიკელი" კონგრესმენი ენდი ჰარისი წარმომადგენელთა პალატის კონსერვატორთა შორის უკრაინის დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო. თუმცა, თავისუფლების ჯგუფის წევრი და უკრაინის მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე სულ უფრო მეტად ხედავს, რომ ბრძოლა ჩიხში შედის და მდგომარეობა გამოუვალია - წერს ამერიკული გამოცემა POLITICO.

ენდი ჰარისმა თავის ამომრჩევლებს განუცხადა, რომ დროა, აშშ-მა შეწყვიტოს უკრაინის პირდაპირი დახმარება.

"არის თუ არა ეს ჩიხი? უნდა ვიყოთ თუ არა რეალისტები? ვფიქრობ, რომ კი", - აღნიშნა კონგრესმენმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის კონტრშეტევა გაზაფხულზე მიზნად ისახავდა ომის მსვლელობის შემობრუნებას. "პირდაპირი ვიქნები: ის [კონტრშეტევა] ჩავარდა". კონგრესმენი ასევე პირდაპირი იყო სამომავლო გამარჯვებაზეც: "არ ვარ დარწმუნებული, რომ მოგება შესაძლებელია", - განაცხადა ჰარისმა.

გამოცემა POLITICO წერს, რომ გარდა იმისა, რომ კონგრესმენი ენდი ჰარისი წარმომადგენელთა პალატის უკრაინის მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, დედამისი უკრაინელია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომუნისტური აღმოსავლეთ ევროპიდან გაიქცა.

ენდი ჰარისი მტკიცედ უჭერდა მხარს ვოლოდიმირ ზელენსკის ომის პირველ თვეებში და გასულ წელს კონგრესში მხარი დაუჭირა უკრაინისათვის დახმარების დიდი პაკეტის გამოყოფას.

"ვფიქრობ, დადგა დრო, რეალისტურად მოვითხოვოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები. მე ვიცი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ეს არ სურს. მაგრამ პრეზიდენტი ზელენსკი, ჩვენი დახმარების გარეშე, სასტიკად წააგებდა ომს. და ჩვენი დახმარებით ის ვერ იმარჯვებს. ახლა ვითარება ჩიხშია", - დასძინა მან.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო