კონგრესმენი რონი ჯექსონი: ამერიკელი ხალხი აღარ ენდობა იუსტიციის დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს

ამბები/ წყარო: imedinews.ge
კონგრესმენი რონი ჯექსონი: ამერიკელი ხალხი აღარ ენდობა იუსტიციის დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს
ამბებიწყარო: imedinews.ge

კონგრესმენი რონი ჯექსონი: ამერიკელი ხალხი აღარ ენდობა იუსტიციის დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს

30 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/VPm43_Z4g.jpeg
ფოტო: GettyImages

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, რონი ჯექსონმა განაცხადა, რომ ამერიკელი ხალხი აღარ ენდობა იუსტიციის დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში რეიდი ჩატარდა.

„ისინი დონალდ ტრამპს პრეზიდენტის ფიცის დადებამდე დევნიდნენ და არ ჩერდებიან. მის პირად სივრცეში შეიჭრნენ და 9 საათის განმავლობაში ეძებდნენ ყველაფერს, რაც მის წინააღმდეგ გამოადგებოდათ. ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ამან თითოეული ამერიკელი უნდა აღაშფოთოს. გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და იუსტიციის დეპარტამენტს აღარავინ ენდობა. [...] ამერიკელი ხალხი ამ უწყებებს აღარ ენდობა“, - აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა.

11 აგვისტოს, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ პირადად დაამტკიცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარების ორდერი.

9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო