კონგრესმენი სკოტ პერი: FBI და იუსტიციის დეპარტამენტი კონსერვატორების წინააღმდეგ ტირანიას აწარმოებენ

ამბები/ წყარო: imedinews.ge
კონგრესმენი სკოტ პერი: FBI და იუსტიციის დეპარტამენტი კონსერვატორების წინააღმდეგ ტირანიას აწარმოებენ
ამბებიწყარო: imedinews.ge

კონგრესმენი სკოტ პერი: FBI და იუსტიციის დეპარტამენტი კონსერვატორების წინააღმდეგ ტირანიას აწარმოებენ

12 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/rJiFbKm4g.jpeg
ფოტო: GettyImages

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, სკოტ პერიმ განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და იუსტიციის დეპარტამენტი კონსერვატორების წინააღმდეგ ტირანიას აწარმოებენ.

„ამერიკელმა ხალხმა დაინახა, რომ თითოეულმა „დემოკრატმა“ საშვი მიიღო ფედერალური უწყებებისგან. ამავდროულად, ყველას, ვინც მარჯვენა ფლანგზეა, ჩვეულებრივ შრომისმოყვარე მოქალაქეებს დევნიან მათი მთავრობა, იუსტიციის დეპარტამენტი დევნის. ახლახან მეც ამ კლუბის წევრი გავხდი“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

10 აგვისტოს, სკოტ პერიმ განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) მას მობილური ტელეფონი ჩამოართვა.

„ჩვენ ვაპირებთ დავიბრუნოთ კონტროლი წარმომადგენელთა პალატაზე შუალედურ არჩევნებში. გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა და დაახლოებით 90 დღე გვაშორებს ამ მომენტამდე“, - განაცხადა სკოტ პერიმ.

11 აგვისტოს, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ პირადად დაამტკიცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარების ორდერი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა და მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო.

გარდა ამისა, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იუსტიციის დეპარტამენტი სასამართლოს ჩხრეკის ორდერის გასაჯაროების მოთხოვნით მიმართავს.

9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო