კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
ამბებიწყარო: 1tv.ge

კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

12 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/EDwa1XG4R.jpeg

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ 2022 წლის 16-17 ნოემბერს საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორდღიანი ღონისძიება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკ-ის, კომუნიკაციების კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით იგეგმება.

„კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები გახსნიან, რომლებიც კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებებს ხელმძღვანელობენ: ტერესა მორეირა, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; ფრედერიკ ჯენი, OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე; დირკი ბუშლე, ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილე; შარუნას კესერაუსკასი, ლიეტუვის კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი; თეოდორ ტანერი, ავსტრიის კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი.

დაგეგმილია ხუთი მარეგულირებელი უწყების სპეციალური პანელი, რომელსაც ხელმძღვანელი პირები გაუძღვებიან და სექტორების მიხედვით შეფასდება – კონკურენტული გარემო, შედეგები და გამოწვევები. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 10-ზე მეტი დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე განიხილება კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები. პარალელურ თემატურ სესიებზე მონაწილეები იმსჯელებენ შემდეგ ძირითად საკითხებზე: კონკურენციის პოლიტიკა და მდგრადი განვითარება; კონკურენციის პოლიტიკა რეგულირებულ ბაზრებზე/უწყებათაშორისი თანამშრომლობა; მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები და აღსრულების პროცესის თავისებურებები; აღსრულების ირიბი მექანიზმები; არსებითი სიმძლავრე და მიწოდებაზე უარი, თეორია და პრაქტიკა; საქართველოს და ევროპის პრაქტიკული გამოცდილება მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში და ა.შ.

ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზება, ბაზრის ხუთი მარეგულირებლის 2021 წელს შეთანხმების დოკუმენტის შედეგია, რომლის მიზანი ქვეყანაში კონკურენციის გაძლიერებაა“,- აღნიშნულია ონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო