erimedia_ravk/ivqko7zSg.jpeg

კონკურენციის ეროვნული სააგენტო - საზღვაო გადაზიდვების სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა

ამბები
კონკურენციის ეროვნული სააგენტო - საზღვაო გადაზიდვების სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა
ამბები

კონკურენციის ეროვნული სააგენტო - საზღვაო გადაზიდვების სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა

erimedia_ravk/ivqko7zSg.jpeg
30 აგვ

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საზღვაო გადაზიდვების სექტორში წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომელიც ორი მიმართულებით - დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხებოდა.

სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტომ მოკვლევა - ,,MGL GEORGIA“-ს საჩივრის საფუძველზე, ,,ჯნს ჯორჯიას“ წინააღმდეგ, 2022 წელს დაიწყო.

„კერძოდ, მომჩივანი კომპანიის აზრით, შპს ,,ჯნს ჯორჯია“ როგორც ჩინეთში დაფუძნებული საზღვაო ხაზის Cosco Shipping Lines-ის ოფიციალური წარმომადგენელი - დომინანტურ მდგომარეობას იყენებდა ბოროტად, რითაც საზღვაო ხაზით სარგებლობის შესაძლებლობას ზღუდავდა. დავის საკითხი ასევე შეეხებოდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს, რაც რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატებოდა. მოკვლევის შედეგების მიხედვით, არც ერთი მუხლით არ დადასტურდა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისთვის, მოკვლევის 4 საქმეს სწავლობს - ფარმაციის, სწრაფი კვების, თამბაქოს და ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის ბაზრების მიმართულებით. 2023 წელს უწყებამ 3 მოკვლევა დაასრულა, სადაც ორ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დადგინდა, ხოლო ერთ შემთხვევაში დადასტურდა შეთანხმებული ქმედება. ამავე პერიოდში, სააგენტომ 6 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო