კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტურისტული მომსახურების სექტორში, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევა დაადასტურა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტურისტული მომსახურების სექტორში, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევა დაადასტურა
ამბებიწყარო: 1tv.ge

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტურისტული მომსახურების სექტორში, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევა დაადასტურა

27 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/70mbezVVR.jpeg

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტურისტულ სექტორში დაწყებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადასტურა. სააგენტოს ცნობით, საქმე ეხებოდა თბილისში, ტურისტებისთვის ქალაქის ტურის მომსახურების სექტორში ორი კომპანიის დავას.

როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, დამუშავებული მასალების შედეგად, დადასტურდა მომჩივნის იდენტური სასაქონლო ნიშნებისა და სატრანსპორტო საშუალებების იერსახის უკანონო გამოყენება. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე კომპანიას ფინანსური სანქცია დაეკისრა და კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაევალა.

„კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს დაასრულა ერთი მოკვლევა – სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში დომინანტური მდგომარეობის სავარაუდოდ, ბოროტად გამოყენების ფაქტზე. დარღვევა არ დადასტურდა, თუმცა ამბულატორულ დაწესებულებებზე ორი რეკომენდაცია გაიცა.

ამ დროისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის სამ საქმეს განიხილავს – საავტომობილო საწვავის ბაზარზე შეთანხმებული ქმედების  სავარაუდო ფაქტს; სათარჯიმნო სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და შეთანხმებული ქმედების სავარაუდო შემთხვევას და ავტო მომსახურების სექტორში – ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტს.

ასევე, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად სამი საქმის შესწავლის პროცესი მიმდინარეობს შეთანხმებული ქმედების და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო შემთხვევებზე.

2022 წელს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და მოკვლევის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ბუნებრივი/თხევადი აირის საავტომობილო საწვავის ბაზრის და შუშის ნარჩენების ბაზრის მონიტორინგი. ამავე პერიოდში, ოთხი კომპანიის შერწყმაზე გაიცა თანხმობა და მიმდინარეობს საქმისწარმოება ერთ საქმესთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო