კოსოვოში დისლოცირებული ნატოს მისია - KFOR-ის მისია ვითარების მონიტორინგს ახორციელებს და მზადაა, მანდატის ფარგლებში ჩაერიოს თუ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
კოსოვოში დისლოცირებული ნატოს მისია - KFOR-ის მისია ვითარების მონიტორინგს ახორციელებს და მზადაა, მანდატის ფარგლებში ჩაერიოს თუ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

კოსოვოში დისლოცირებული ნატოს მისია - KFOR-ის მისია ვითარების მონიტორინგს ახორციელებს და მზადაა, მანდატის ფარგლებში ჩაერიოს თუ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება

1 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/yU3W_2zVg.webp

კოსოვოს ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტებში უსაფრთხოების ზოგადი ვითარება მწვავეა. ნატო-ს ხელმძღვანელობით KFOR-ის მისია ვითარების მონიტორინგს ახორციელებს და მზადაა მისი მანდატის ფარგლებში ჩაერიოს თუ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება, - ამის შესახებ განცხადება ნატო-ს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნატო აგრძელებს სრულ მხარდაჭერას პრიშტინასა და ბელგრადს შორის პროცესების ნორმალიზებას ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დიალოგის დახმარებით და მოუწოდებს ყველა მხარეს განაგრძონ მოლაპარაკებები.

„კოსოვოს ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტებში უსაფრთხოების ზოგადი ვითარება მწვავეა. ნატო-ს ხელმძღვანელობით KFOR-ის მისია ვითარების მონიტორინგს ახორციელებს და მზადაა მისი მანდატის ფარგლებში ჩაერიოს თუ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება. ნატო-ს ხელმძღვანელობით KFOR-ის მისია სრულად ფოკუსირებულია გაეროს მანდატის იმპლემენტაციაზე, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო და დაცული გარემო და გადაადგილების თავისუფლება კოსოვოს ყველა მცხოვრებისთვის. KFOR-ი ინარჩუნებს მოქნილ პოზიციას ადგილზე და მისი ხელმძღვანელებს აქვს მაქსიმალური კომუნიკაცია მის ყველა ძირითად მომლაპარაკებელთან, მათ შორის კოსოვოს უსაფრთხოების ორგანიზაციისა და სერბეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან.

ნატო ასევე აგრძელებს სრულ მხარდაჭერას პრიშტინასა და ბელგრადს შორის პროცესების ნორმალიზებას ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დიალოგის დახმარებით და მოუწოდებს ყველა მხარეს განაგრძონ მოლაპარაკებები. კრიტიკულია, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, ეს კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. არ იქნება რეალური პერსპექტივები უკეთესი მომავლისთვის ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობისა, შიდასახელმწიფოებრივი რეფორმების და კარგი მეზობლური ურთიერთობების გარეშე. კონსტრუქციული დიალოგი საკვანძოა რეგიონული სტაბილურობისთვის.

KFOR-ი მიიღებს ნებისმიერ საჭირო ზომას, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და დაცული გარემო კოსოვოში ნებისმიერ დროს გაეროს მანდატის შესაბამისად“,- ნათქვამია განცხადებაში

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო