კრემლის ინფორმაციით ფასის ლიმიტის დამწესებელ ქვეყნებს რუსეთი ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს

ამბები/ წყარო: bm.ge
კრემლის ინფორმაციით ფასის ლიმიტის დამწესებელ ქვეყნებს რუსეთი ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს
ამბებიწყარო: bm.ge

კრემლის ინფორმაციით ფასის ლიმიტის დამწესებელ ქვეყნებს რუსეთი ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს

2 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/Bt_DrkMVg.jpeg

რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ლიმიტის დამწესებელ ქვეყნებს მოსკოვი ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს, - განცხადებას ამის შესახებ კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ავრცელებს. კრემლის მუქარა პირდაპირ კავშირშია დღეს მიმდინარე დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრასთან, სადაც რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების ინიციატივა განიხილება. აღნიშნული სანქციის დამტკიცების შემთხვევაში, რუსულ ნავთობზე მაქსიმალური ფასის ზღვარი დაწესდება, რომელიც, სავარაუდოდ, ბრენტის ღირებულებაზე 30-40%-ით ნაკლები იქნება. სახელმწიფოებს შეეზღუდებათ რუსულ ნავთობში განსაზღვრულზე უფრო მაღალი ფასის გადახდა, ხოლო რუსეთს მასზე უფრო ძვირად ნავთობის გაყიდვა. პესკოვის განცხადებით, დასავლეთის ინიციატივა წინააღმდეგობაშია საბაზრო პრინციპებთან, რის გამოც რუსეთის ფედერაცია თანამშრომლობას შეწყვეტს ყველა იმ კომპანიასა და აქტორთან, რომელიც ფასების ლიმიტს აამოქმედებს. პროექტის ინიციატორების შეფასებით, ფასის ლიმიტი მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსული ენერგოკომპანიების შემოსავლებს, საერთაშორისო ბირჟას კი საჭირო მოცულობით ნავთობის მიწოდება შეუნარჩუნებს, რაც, საბოლოო ჯამში, ენერგოკრიზისის შემსუბუქებას გამოიწვევს. ზემოხსენებულ მოსაზრებას იზიარებს აშშ-ის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი, რომელიც ლიმიტის დაწესებას რუსეთის ფედერაციის შემოსავლებისა და კრემლის შეზღუდვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და რეალისტურ სტრატეგიად მიიჩნევს. პროექტის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ფასის ლიმიტს რუსეთის მთავრობა პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს და ნავთობს მხოლოდ იმ სახელმწიფოებს მიჰყიდის, რომლებიც პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ ან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ნეიტრალურ პოზიციას შეინარჩუნებენ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი ₽1.373-ტრილიონიანი რუბლის ($22.8 მლრდ აშშ დოლარი) პროფიციტით შესრულდა. ენერგორესურსებით მიღებულმა საბიუჯეტო შემოსავალმა 6.375 ტრილიონი რუბლი ($105.7 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლის 45.5%-ია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო